930x90 Website name and slogan

Blogs

GCF's picture

კარლსენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა!

ნორვეგიელმა ჩემპიონმა, მაგნუს კარლსენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მსოფლიოში უძლიერესია!

ჰოლანდიაში დასურლებულ, რიგით 78-ე ‘Tata Steel Chess’ სუპერტურნირში, კარლსენმა 13-დან 9 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა პირველობა და ერთი ქულით გაუსწრო აშშ-ს სახელით მოასპარეზე ფაბიანო კარუანას და ჩინელ დინგ ლირენს.

4-6. უესლი სოუ (აშშ), პაველ ელიანოვი (უკრაინა),ანიშ გირი (ნიდერლანდები) - 7 ქულა.

7-8. ვეი უი (ჩინეთი),შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 6,5 ქულა. 9. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 6 ქულა. 10-11. ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი),დავიდ ნავარა (ჩეხეთი) – 5,5 ქულა. 12-14. ჰოუ იფანი (ჩინეთი),ვან ველი (ნიდერლანდები),მაიკლ ადამსი (ინგლისი) – 5 ქულა.

 

მთავარი ტურნირის პარალელურად მიმდინარე ‘ბ’ ტურნირში ერთბაშად სამმა მოჭადრაკემ გაინაწილა პირველობა: ბაშკარან ადიბანმა (ინდოეთი), ალექსანდრ დრეევმა (რუსეთი) და ელტაჟ საფარლიმ (აზერბაიჯანი). თუმცა, დამატებითმა მაჩვენებლებმა გამარჯვება და მომავალი წლის მთავარი ტურნირის საგზური ინდოელ დიდოსტატს არგუნა. მსგავსი ტურნირების დებიუტანტმა, ნინო ბაციაშვილმა კარგად დაიწყო ასპარეზობა და ერთხანს საპრიზო სამეულსაც იყოფდა, თუმცა საბოლოოდ 5 ქულით დაასრულა მონაწილეობა.

 

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • Title: კარლსენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა!
  • Posted by:
  • Date: 31-01-2016 7:26 PM
  • Tags:
Top