930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 4                                                                                         

 10.07.2017 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ. იაშვილი,  ნ.  იოსელიანი,                                        

                  ზ. აზმაიფარაშვილი, თ. გიორგაძე,  ზ. სტურუა,   დ. გურგენიძე,  ხ. სუპატაშვილი,                              

                   ს. გვეტაძე, მ. მილორავა.                     

                  მოწვეული სტუმრის სტატუსით: ვ. გაფრინდაშვილი, ნ. ძაგნიძე.

                  სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

   დღის წესრიგი:

  1. მსოფლიოს ქალთა  გუნდური ჩემპიონატის შედეგების შეფასება  /ვ. გაფრინდაშვილი/;                                           
  2. ევროპის ვაჟთა ინდივიდუალური  ჩემპიონატის შედეგების შეფასება /ზ. სტურუა/;                                                   
  3. ევროპის სასკოლო ჩემპიონატის შედეგების შეფასება /ზ. სტურუა/;   
  4. მსოფლიო თასის-2017 -ის საქართველოს, როგორც ორგანიზატორი ქვეყნის 4 ნომინაციის განაწილება /გ.გიორგაძე/;                                                                                              
  5. სხვადასხვა:

ა) სოკარის წერილის შესახებ;

ბ) მოჭადრაკეების განცხადების შესახებ.

  გამგეობის გადაწყვეტილებები:

  1. მსოფლიოს ქალთა  გუნდური ჩემპიონატის შედეგები  (გუნდური III  ადგილი) შეფასდეს

      წარმატებულად.

  1. ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავას შედეგი (II ადგილი) შეფასდეს წარმატებულად, ხოლო დანარჩენი მონაწილეების შედეგები დამაკმაყოფილებლად;
  2. ევროპის სასკოლო ჩემპიონატის შედეგები ( ნ. პეტრიაშვილი I ადგილი) - შეფასდეს წარმატებულად.
  3. მსოფლიო თასის-2017 -ის საქართველოს, როგორც ორგანიზატორი ქვეყნის 4 ნომინაციია განაწილდა შემდეგნაირად:
  • პირველი-მეორე  ნომინაცია გადაეცათ ლ.ფანცულაიას და მ.მჭედლიშვილს, წლების   

       მანძილზე საქართველოს ვაჟთა ნაკრების სახელით წარმატებული ასპარეზობისათვის;

  • მესამე ნომინაცია გადაეცა  ნ.ძაგნიძეს, როგორც 2017 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონს.
  • მეოთხე ნომინაცია გადაეცა ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას”, როგორც საქართველოს ჭადრაკის   

ფედერაციის  და მსოფლიო თასი-2017 -ის გენერალურ სპონსორს;                                                                                                                                                  

  1. სხვადასხვა:
  1. განხილულ იქნა  ფედერაციაში შემოსული კომპანია ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას”   წერილი

       საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრად ”სოკარ ენერჯი ჯორჯიას”  

       წარმომადგენლის მაია ლომინეიშვილის  ნაცვლად, გოჩა თანდარაშვილის შეყვანის

       შესახებ.  თხოვნა დაკმაყოფილდა.

  1. განხილულ იქნა მოჭადრაკეების განცხადება საერთაშორისო ოსტატების სატურნირო შესატანისგან განთავისუფლების შესახებ. განცხადება  გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცა ტურნირების დირექტორს ზ. მიქაძეს.

                      სხდომის თავ – რე:                                                              გიორგი  გიორგაძე                                                                    

                                        მდივანი:                                                              მარგალიტა თანდაშვილი 

  • Title: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა
  • Posted by:
  • Date: 13-07-2017 8:02 PM
  • Tags:
Top