
8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის
18.02-25.02. 2016 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7ტურად.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის
ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 10 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
- თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია -18 თებერვალი 11.00-18.00
გახსნა - 19 თებერვალი 15.00
I ტური 19 თებერვალი 15.00
II 20 თებერვალი 15.00
III 21 თებერვალი 15.00
IV 22 თებერვალი 15.00
V 23 თებერვალი 15.00
VI 24 თებერვალი 15.00
VII და დახურვა 25 თებერვალი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
I ადგილზე გასულ ერთ ჭაბუკს და ერთ გოგონას მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 წ. ასაკისჭაბუკთა და გოგონათა შორის (18.10-31.10.2016 წ. ქ. ბათუმი) მონაწილეობის მიღების შემთხვევაშითბილისის ჭადრაკის ფედერაცია დაუფინანსებს ფიდეს და სარეგისტრაციო შესატანებს.
I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.
ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად 15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოსჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

- Title: თბილისის ჩემპიონატი - U08;U12
- Posted by:
- Date: 05-02-2016 7:57 PM
- Tags: