930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

მეშვიდე ტურში ესპანელები 'გაანადგურეს'!

ქართველმა ქალებმა მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმეს  ევროპირველობის მეშვიდე ტურში! ამჟამად, მათ ესპანეთის ნაკრები გაანადგურეს ანარიშით 4:0!

         ესპანეთი           0 : 4  საქართველო

საბრინა ვეგა(2405)    0 : 1 ნანა ძაგნიძე  (2520)

მარტა გარსია (2315)  0 : 1 ნინო ბაციაშვილი  (2472)

ანა მათნაძე (2368)     0 : 1 ბელა ხოტენაშვილი (2459)

მონიკა კალზეტა (2218) 0 : 1 სალომე მელია  (2412).

ქალთა ჩემპიონატს 7 ტურის შემდეგ 13 ქულით რუსეთის ნაკრები ლიდერობს,  ქულით ნაკლები აქვს ქართულ გუნდს, ხოლო 10-10 ქულით III-IV ადგილებს პოლონელები და თურქები ინაწილებენ.

მომდევნო ტურში ცენტრალური სწორედ ამ ოთხეულის შეხვედრა იქნება: თურქეთი - რუსეთი და პოლონეთი - საქართველო.

სამწუხაროდ თამაში არ წაუვიდათ ქართველ ვაჟებს, მეშვიდე ტურში მათ თურქებთან დათმეს მატჩი.

         თურქეთი       2,5 :  1,5   საქართველო     

დრაგან შოლაკი (2626) ½:½ ბაადურ ჯობავა (2705)  

მუსტაფა ილმაზი (2633) ½:½ ლევან ფანცულაია (2586)

ემრე კანი      (2604)   ½:½  დავით ჯოჯუა (2591)

ვაჰაპ შანალი (2549) 1 : 0 ლუკა პაიჭაძე (2580)

ფინიშამდე 2 ტურით ადრე ვაჟთა ჩემპიონატს რუსეთი ლიდერობს 12 ქულით, ერთი ქულით ნაკლები აქვს აზერბაიჯანს, ხოლო 10-10 ქულით III-IV ადგილებს: უნგრეთი და უკრაინა ინაწილებენ.

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები ინდივიდუალურ დაფებზე:

ქალები:

ნანა ძაგნიძე           (2520) – 3,5 (6)

ნინო ბაციაშვილი  (2472) –  4 (6)

ბელა ხოტენაშვილი (2459) – 5,5(7)

ლელა ჯავახიშვილი (2438) –5(6)

სალომე მელია            (2412)  - 3 (3)

 ვაჟები:

ბაადურ ჯობავა (2705)  - 2  (5)   

მიხეილ მჭედლიშვილი(2604) – 2,5(5)

ლევან ფანცულაია (2586) - 5(6)

დავით ჯოჯუა     (2591) –  3 (6)

ლუკა პაიჭაძე        (2580) – 3,5(6)

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

 

  • Title: მეშვიდე ტურში ესპანელები 'გაანადგურეს'!
  • Posted by:
  • Date: 05-11-2017 4:34 AM
  • Tags:
Top