930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

15.01-27.01.2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. მიზანი და ამოცანები:
   - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
   - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2018 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;
   - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2019 წლის საქართველოს ვაჟთა  78-ე ჩემპიონატის 
            უმაღლეს ლიგაში.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
     ტურნირი ტარდება 2018 წლის 15 – 27 იანვარს, ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში.
3. სისტემა და დროის კონტროლი:
     ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, ოლიმპიური სისტემით, 16 მონაწილეს შორის.
      თითოეულს 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, პირველი  სვლიდან 
      ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
4. განრიგი:
          ტური     დღე     საათი
ტექნიკური შეხვედრა 15 იანვარი 13.00
გახსნა 16 იანვარი 13.30
მე-8 ფინალი      I ტური 16 იანვარი 14.00
                  II ტური 17 იანვარი 14.00
                  თაი-ბრეიქი 18 იანვარი 12.00
მე-4 ფინალი      I ტური 19 იანვარი 14.00
                  II ტური 20 იანვარი 14.00
                  თაი-ბრეიქი 21 იანვარი 12.00
ნახევარფინალი I ტური 22 იანვარი 14.00
               II ტური 23 იანვარი 14.00
               თაი-ბრეიქი 24 იანვარი 12.00
ფინალი I-II და III-IV ადგ. I ტური 25 იანვარი 14.00
                          II ტური 26 იანვარი 14.00
თაი-ბრეიქი, დახურვა 27 იანვარი 12.00
5. მონაწილენი: 
     უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:
1. 2017 წლის საქართველოს ვაჟთა 76-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
2. საქართველოს 2017 წლის ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრებს;
3. საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგიდან I-IV ადგილზე გასულ მოჭადრაკეს.
4. ორი უმაღლესი რეიტინგის მქონე  მოჭადრაკეს (01.10.2017 წ. რეიტინგ-სიით);
5. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატებს.
     ვაკანტური ადგილები შეივსება:
          ა) I ლიგიდან I-IV ადგილზე გასული მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,
              I ლიგიდან მომდევნო ადგილზე გასული მოჭადრაკით;
          ბ) უფლების მქონე (მოწვეული) მოჭადრაკის მიერ უარის თქმის შემთხვევაში,                                              
              ვაკანტურ ადგილს გადაწყვეტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობა. 
      უმაღლესი ლიგის მონაწილეებმა თავიანთი მონაწილეობა უნდა დაადასტურონ     
      არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.
      უმაღლესი ლიგის მონაწილეთა კენჭისყრა ჩატარდება ფიდეს 01.01.2018 წლის რეიტინგ-სიით.
6.  გამარჯვებულთა გამოვლენა:
     გამარჯვებულები გამოვლინდებიან ძირითად მატჩებში ქულათა მეტი რაოდენობის მიხედვით.
     თაი-ბრეიქი: ძირითად მატჩებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება:
      - 2 პარტია (თითოეულს 10 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით).
                   თუ ეს მატჩი ყაიმით დამთავრდა, მაშინ
      - 2 პარტია (თითოეულს 5 წუთი პარტიის ბოლომდე,ყოველ სვლაზე 3 წამის დამატებით).
                   თუ ეს მატჩიც ყაიმით დამთავრდა, მაშინ
            -  ”არმაგედონი” ( 1 პარტია, შავებს ეძლევა 4 წუთი, თეთრებს 5 წუთი, ყაიმის შემთხვევაში 
                   გამარჯვებულად გამოცხადდებიან შავები).
7.  კვალიფიკაცია: ტურნირში დაითვლება ფიდე-ს რეიტინგი.
8. გამარჯვებულნი:
   - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
   - I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2018 წლის ევროპის  ვაჟთა ჩემპიონატზე;
   -I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2019 წლის საქართველოს ვაჟთა  78-ე ჩემპიონატის 
            უმაღლეს ლიგაში.
9. დაჯილდოება:
      - I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით, მედლით და დიპლომით;
       - II–III ადგილზე გასული მოჭადრაკეები  დაჯილდოვდებიან  მედლით და დიპლომით;
       - I – VIII ადგილებზე გასულები - ფულადი პრიზებით.
         საპრიზო ფონდი:
         I  ადგილი      - 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი
         II  ადგილი     - 4 500 ლარი+ ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი
         III  ადგილი    - 3 500 ლარი+ ფედერაციის გრანტი    500 ლარი
         IV ადგილი     - 2 500 ლარი
         V ადგილი       -   500 ლარი
         VI  ადგილი     -  500 ლარი
         VII  ადგილი    -  500 ლარი
         VIII ადგილი    -  500 ლარი
        პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
  10. საერთო წესები:
         -  ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება. 
         -  მონაწილის ტურნირიდან არასაპატიო მიზეზით გათიშვის შემთხვევაში გათვალისწინებულია  
             სანქციები.
         -  ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება 
             სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის გახსნის ცერემონიალზე. 
             მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის 
             ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან 
             დაუბრუნდება. პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის 
             დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში.
11. მედია აქტივობები:
          ყოველი პარტიის შემდეგ, ტურნირის მონაწილეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ 
          დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა (თუ ასეთი იქნება) და მიიღონ  მონაწილეობა  
          მოკლე ინტერვიუებში. ასევე დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ   
          ღონისძიებას, მათ შორის გახსნა-დახურვას, სხვა ოფიციალურ მიღებებს და იყვნენ  შესაბამისად 
          ჩაცმულნი.
 
 
        ტურნირის დირექტორი – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
         მთავარი მსაჯი – საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი.  
  • Title: საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა
  • Posted by:
  • Date: 16-12-2017 5:16 PM
  • Tags:
Top