930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

არაბიძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა!

მერი არაბიძის  დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატის  პირველი ლიგა. ქუთაისელმა დიდოსტატმა 9-დან 8 ქულა  დააგროვა  და  ერთპიროვნულად   განთავსდა  ცხრილის სათავეში.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა  მაკა ფურცელაძე. 6-6 ქულით  III-IV ადგილები გაინაწილეს  თამარ წერეთელმა და სოფიკო გვეტაძემ. 5,5 ქულაა დაგროვა და უკეთესი მაჩვენებლებით უმაღლესი ლიგის მეხუთე საგზური მირანდა მიქაძემ მოიპოვა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და I-V  ადგილზე გასული მოჭადრაკეები საქართველოს  ქალთა  75-ე  ჩემპიონატის  უმაღლესი ლიგის საგზურებით დაჯილდოვდნენ.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • Title: არაბიძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა!
  • Posted by:
  • Date: 21-12-2017 11:52 PM
  • Tags:
Top