
საუდის არაბეთის დედაქალაქ ელ-რიადში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში, როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის.
ასპარეზობის საერთო ფონდი 2 000 000$ შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია სწრაფ ჭადრაკში გამართული ჩემპიონატებისათვის. საპრიზო ფონდი დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება 1- 30 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე.
ჩემპიონატში საქართველოს დელეგაცია საკმაოდ მრავალრიცხოვნადაა წარმოდგენილი.
მონაწილეთა შორის არიან:
ქალები: ნანა ძაგნიძე,ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი,ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, სოფიკოხუხაშვილი,ინგა ჭარხალაშვილი და სოფიკო გვეტაძე.
ვაჟები: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, გიგა ყუფარაძე და მიხეილ მჭედლიშვილი.
სწრაფ ჭადრაკში პირველ სათამაშო დღეს (26 დეკემბერი) – 5 პარტია გაიმართება, მეორე დღეს (27 დეკემბერი) – VI-X ტური; მესამე დღე (28 დეკემბერი) – XI-XV ტური;
ელვისებური ჭადრაკი: პირველი დღე (29 დეკემბერი) – I-XI ტური; მეორე დღე (30 დეკემბერი) – XII- XXI ტური.

- Title: ელ-რიადში სტარტი აიღო...
- Posted by:
- Date: 26-12-2017 9:56 PM
- Tags: