930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ბათუმელთა დერბი მშვიდობიანად დასრულდა

დღევანდელ ტურში მაყურებელი ძალიან საინტერესო ბათუმური დერბის მომსწრე გახდა. ერთმანეთს ეროვნული ნაკრების წევრები, ორი უძლიერესი ბათუმელი დიდოსტატი: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია დაუპირისპირდა.
ორივე საკმაოდ ძლიერი თეორიული მომზადებით გამოირჩევა და დებიუტიც შესაბამისად 'წიგნიერად' გაითამაშეს. თეთრებით მოთამაშე ბაციაშვილმა ფერისათვის დამახასიათებელი  მინიმალური უპირატესობა მიიღო, თუმცა მისი ერთი-ორი უზუსტობის შემდეგ უპირატესობა შავებმა იგდეს ხელთ.ენდშპილში თეთრებმა მედგრად დაიცვეს თავი და საბოლოოდ მეტოქეები მშვიდობიანად დაშორდნენ ერთურთს.

 

ლელა ჯავახიშვილის 1.c4-ს რისკიანი ჰოლანდიური დაცით -1... f5 უპასუხა მირანდა მიქაძემ. თუმცა, თეთრებმა მშვიდად გაცვალეს ფიანკეტირებული კb2 შავ მხედარში და 'h' პაიკის მარშის შემდეგ მეტოქის სამფლობელოში მცირე უპირატესობაც მიიღეს.თუმცა, შუათამაშში მოწინააღმდეგეებმა გართულებებს  თავი აარიდეს და მე-18 სვლაზე ფრე დააფიქსირეს.

 

ინგლისური დასაწყისი გათამაშდა გვეტაძე და ხოტენაშვილის პარტიაში. დებიუტში შავებმა ორიგინალური გეგმა აირჩიეს მეფის ფლანგზე შეტევის:8...g5-g4-h5- სვლათა სერიით და რაღაც მომენტში მინიმალური უპირატესობაც დააფიქსირეს. თუმცა მცირე უზუსტობა დაუშვეს და პოზიცია გათანაბრდა.26-ე სვლაზე თეთრებმა მეტოქეს პაიკი დაუსვეს, მაგრამ შემდეგ თავი კარგად დაიცვეს და მეტოქეს მოგების საშუალება არ მისცეს.

 

თამარ წერეთლის ძველინდურ დაცვას მყარი 'G3' სისტემა დაუპირისპირა მერი არაბიძემ. ორივე მათგანი საკმაოდ ფრთხილობდა რადგან მათთვის უჩვეულო მდგომარეობაში, აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდნენ  0-0  ქულით. მეტოქის დახმარებით მიღწეულ უკეთესს  ენდშპილში არაბიძემ ვირტუოზულად ითამაშა ორი მხედრით და პირველი ქულაც ჩაიწერა აქტივში.

 

სადებიუტო ბატალიებს თავი აარიდა მაკა ფურცელაძემ ნინო ხომერიკთან პარტიაში. შავებმა თავიდანვე უარესი სისტემა აირჩიეს რათა მეტოქე მისთვის უცნობ სიტუაციაში მოეხვედრებინათ. ფურცელაძემ ხომერიკი ნელ-ნელა გადაითამაშა და სხვადასხვა ფერის კუთა ენდშპილში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

 

მომდევნო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

მელია სალომე   (2404) - წერეთელი თამარ(2332)

მიქაძე მირანდა   (2258) - არაბიძე მერი   (2356)

ხოტენაშვილი ბელა ( 2487) - ჯავახიშვილი ლელა(2463)

ფურცელაძე მაკა(2346) - გვეტაძე სოფიო   (2297)

ბაციაშვილი ნინო (2504)- ხომერიკი ნინო     (2303)

 

სატურნირო მდგომარეობა სამი ტურის შემდეგ:

1-2. მელია,ჯავახიშვილი - 2,5 ქულა;

3-5.გვეტაძე, მიქაძე, ხოტენაშვილი -2 ქულა;

6-7.ბაციაშვილი, ფურცელაძე  -1,5 ქულა;

8.არაბიძე - 1 ქულა;

9-10.ხომერიკი, წერეთელი - 0 ქულა.

 

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

პარტიების ჩვენება ანალიზით

 

  • Title: ბათუმელთა დერბი მშვიდობიანად დასრულდა
  • Posted by:
  • Date: 19-02-2018 1:20 AM
  • Tags:
Top