930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის
                                
                                                          ოქმი # 1
                                             
                                                                                                                                  07.03.2016 წ.  

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი, ზ. აზმაიფარაშვილი,                         
                 ზ. სტურუა,  გ. მაჭარაშვილი,  ლ. ჯანჯღავა, ხ. სუპატაშვილი, მ. ლომინეიშვილი,                          
                დ. ჯოჯუა, მ. მილორავა.
                 მოწვეული სტუმრის სტატუსით:  ე. უბილავა.
                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

                                                  დღის წესრიგი:
1.    საქართველოს ქალთა ნაკრების მზადების შესახებ /ე. უბილავა/;
2.    ევროპარლამენტში (24.02.2016 ბრიუსელი, ბელგია) საქართველოს წარდგინება   ”ჭადრაკი სკოლაში” პროექტთან დაკავშირებით  /გ. გიორგაძე/;
3.    საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის ანგარიში /ზ. სტურუა/;
4.    საქართველოს ქალთა ჩემპიონატის დებულების დამტკიცება /ზ.მიქაძე/;
5.    ქალთა მსოფლიო გრან-პრის (ირანი) შედეგები /ხ.სუპატაშვილი/;
6.    ფედერაციის კალენდარში ცვლილებები/ზ.მიქაძე/;
7.    რეგიონების ანგარიშები /გ.გიორგაძე/;
8.    სხვადასხვა.

        გამგეობის გადაწყვეტილებები:

1.    ინფორმაცია ქალთა ნაკრების მზადების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.  ქალთა ნაკრების კაპიტნად დასახელდა დავით ჯოჯუა.
2.    ინფორმაცია ევროპარლამენტში (24.02.2016 ბრიუსელი, ბელგია)”ჭადრაკი სკოლაში” პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს წარდგინების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. 
3.    ინფორმაცია საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის შედეგების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.
4.    საქართველოს ქალთა ჩემპიონატის დებულება წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.
ქალთა ჩემპიონატის დებულებით მონაწილეობის უფლების მქონე 12 მონაწილიდან 
 უარი თქვა 2 მონაწილემ (ნ.ძაგნიძემ და ნ. ბაციაშვილმა).  ვაკანტური 2 ადგილიდან პირველი გადაეცეს ევროპის  ჩემპიონს 18 წ. გოგონათა შორის  ნ. ხომერიკს, ხოლო მეორე ვაკანტური ადგილი შეივსოს რეიტინგის (აქტიური) მიხედვით. 1-ლი კანდიდატი -  ს. გურამიშვილი,  მე-2 კანდიდატი - მ. ლომინეიშვილი.
5.    ინფორმაცია ქალთა მსოფლიო გრან-პრის (ირანი) შედეგების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად. ნ. ძაგნიძის შედეგი შეფასდეს დამაკმაყოფილებლად, ხოლო   ნ. ბაციაშვილის გამოსვლა არადამაკმაყოფილებლად.
6.    მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ვადების გადატანასთან დაკავშირებით ფედერაციის კალენდარში შეტანილ იქნას ცვლილებები.
7.    ინფორმაცია რეგიონების ანგარიშების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად; 
8.    განხილულ იქნა შემოსული განცხადებები  ზ. მიქაძის და მ. თანდაშვილის
სპორტის  დამსახურებული მოღვაწის  წოდების  მინიჭების შესახებ   და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. 
 წარდგენილ იქნენ ზ. მიქაძე და მ. თანდაშვილი სპორტის დამსახურებული მოღვაწის  წოდებაზე.

                    სხდომის თავ – რე:                                                              გ. გიორგაძე

                                      მდივანი:                                                              მ. თანდაშვილი 

  • Title: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომა
  • Posted by:
  • Date: 11-03-2016 10:12 PM
  • Tags:
Top