930x90 Website name and slogan

Blogs

Sophie Nikoladze's picture

ეკვატორი გადალახეს!

 

ევროპის  მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის მონაწილეებმა ეკვატორი გადალახეს. 11-დან 6 ტური უკვე ნათამაშებია...

5-5  ქულით ერთბაშად 7 მონაწილე ლიდერობს:ტამირ ნაბატი (ისრაელი;2690), ევგენი ნაერი(რუსეთი;2683), გევეინ ჯონსი  (ინგლისი;2651), ერნესტო ინარკიევი (რუსეთი;2684), ბენჟამინ ბოკი (ჰოლანდია;2622), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი;2738) და სანან სიუგიროვი (რუსეთი;2652).

ერთი ქულით ნაკლები აქვს ქართველ მონაწილეთა ჯგუფს: დავიდ არუთინიანი (2536), მიხეილ მჭედლიშვილი (2600), ლევან ფანცულაია (2593), ლუკა პაიჭაძე (2581),ბაადურ ჯობავა (2685) და ლუკა ობოლაძე (2318).

განსაკუთრებით აღსანიშნავია 16 წლის ლუკა ობოლაძის წარმატებული თამაში ჩემპიონატზე. თავისზე გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან ბრძოლაში  4 ქულა დააგროვა  და  40 სარეიტინგო ქულას იმატებს.

 

მომდევნო ტურში ჩვენ მოჭადრაკეებს საკმაოდ დაძაბული და რთული პარტიები ელით.

მჭედლიშვილი - ივანჩუკი; მამედოვი - ფანცულაია; ბრკიჩი - ჯობავა; პაიჭაძე - კორობოვი; არუთინიანი - ანდერსენი და პონომარიოვი - ობოლაძე.

ხვალ, 23 მარტს  მონაწილეები დაისვენებენ. მომდევნო მე-7 ტური 24 მარტს გაიმართება.

ოფიციალური ვებგვერდი

ფოტოგალერეა

  • Title: ეკვატორი გადალახეს!
  • Posted by:
  • Date: 23-03-2018 2:29 AM
  • Tags:
Top