
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში.ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა და ქვეყნის უძლიერესი ახალგაზრდა მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ.
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, დიპლომებით და 200 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და 150 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და 100 ლარიანი ფასიანი ვაუჩერით.
I ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების საგზური. (საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.)
II ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა მოიპოვეს შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეთა ევროპის
ჩემპიონატის საგზური.
I-V ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს უფლება ეძლევათ საკუთარი ხარჯებით მიიღონ მონაწილეობა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატში.
ევროპის ჩემპიონატი (19-30 აგვისტო) რიგა, ლატვია;
მსოფლიოს ჩემპიონატი (U08;U12) (03-16 ნოემბერი) -სანტიაგო დე კომპოსტელა,გალიცია,ესპანეთი;
მსოფლიოს ჩემპიონატი (U16) (19-31 ოქტომბერი)- ჰალკიდიკი, საბერძნეთი/
I ადგილი -კესარია მგელაძე (ბათუმი; მწვრთნელი ვახტანგ ბასილაძე) – 8 ქულა;
II ადგილი - მართა სორდია (ზუგდიდი; დავით კვარაცხელია) – 7,5 ქულა;
III ადგილი - თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; ხათუნა გუბელაძე) – 7 ქულა
I ადგილი - ბექა წვერავა (ხონი; ნუკრი მანაგაძე) – 8 ქულა;
II ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; სოსო კვირიაშვილი) – 7,5 ქულა
III ადგილი - დემეტრე წურწუმია (ქუთაისი; მურმან ესაძე) – 6,5 ქულა;
I ადგილი -ანასტასია კირთაძე (ქუთაისი;ნუკრი მანაგაძე) – 7 ქულა;
II ადგილი - ბარბარე ცირეკიძე (ქუთაისი;ნონა ჭეფხოძე) – 7 ქულა;
III ადგილი - ანა მამარდაშვილი (თბილისი; დავით ზარქუა) – 6 ქულა;
I ადგილი - დავით ნემსაძე (ქუთაისი; ნუკრი მანაგაძე ) - 7 ქულა;
II ადგილი - ლადო მაღლაკელიძე (ქუთაისი; ნუკრი მანაგაძე ) - 7 ქულა;
III ადგილი - დავით ლომთაძე (თბილისი; მზია წერეთელი) – 6,5 ქულა;
I ადგილი - თამარ ესაძე (ქუთაისი; მურმან ესაძე) – 8 ქულა;
II ადგილი - დიანა ლომაია (ფოთი; დავით კოდუა) – 6 ქულა;
III ადგილი - ანასტასია სიდამონიძე (თბილისი) – 6 ქულა.
I ადგილი - ნიკოლოზ პეტრიაშვილი (თბილისი; ზურაბ სტურუა) – 8 ქულა;
II ადგილი - გიგა გოდერძიშვილი (გორი; ოთარ დოლიძე) – 7 ქულა;
III ადგილი - თორნიკე წერეთელი (თბილისი; სოსო კვირიაშვილი) – 6,5 ქულა;

- Title: პატარა ჩემპიონების ვინაობა გაირკვა!
- Posted by:
- Date: 30-05-2018 11:20 PM
- Tags: