
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
28.11-05.12. 2018 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, შცეიცარიული სისტემით 7 ტურად.
2. დროის კონტროლი: თითოეულს 1 სთ. მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ.
დამატებით.
3. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე ჭაბუკები და
გოგონები დაბადებული 2004 წლის 1 იანვრის შემდეგ.
4. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.
5. სატურნირო შესატანი: 15 ლარი.
6. გამარჯვებულთა გამოვლენა: გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულათა მეტი
რაოდენობის მიხედვით.
- თაი-ბრეიქი: ორი, ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის
ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
ა) ბუჰგოლცი - 1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
ბ) ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
გ) მოგებების რაოდენობით;
დ) პროგრესი (რეგრესით).
7. ტურნირის განრიგი:
ტური დღე საათი
რეგისტრაცია 28 ნოემბერი 11.00-18.00
გახსნა 29 ნოემბერი 15.00
I ტური 29 ნოემბერი 15.00
II 30 ნოემბერი 15.00
III 1 დეკემბერი 15.00
IV 2 დეკემბერი 15.00
V 3 დეკემბერი 15.00
VI 4 დეკემბერი 15.00
VII და დახურვა 5 დეკემბერი 15.00
8. გამარჯვებულნი დაჯილდოვდებიან:
I ადგილი თასი, მედალი, სიგელი
II ადგილი მედალი, სიგელი
III ადგილი მედალი, სიგელი
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გენ. მდივანი დავით კალმახელიძე.

- Title: თბილისის ჩემპიონატი - U14 ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- Posted by:
- Date: 08-11-2018 5:41 PM
- Tags: