930x90 Website name and slogan

საარჩევნო ყრილობაზე (23.12.2018) ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშიდან ამონარიდი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია  ბოლო ათი წლის  განმავლობაში ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფედერაციის  რანგში ღირსეულად დამკვიდრდა .

 

2008-2018 წლებში მოპოვებულია:

ინდივიდუალური: 51-ოქროს, 57 ვერცხლის, 49 ბრინჯაოს მედალი.

გუნდური: 32-ოქროს, 39 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი.

სულ: 79-ოქროს, 80 ვერცხლის, 78 ბრინჯაოს მედალი.

წლის წარმატებული დასაწყისი!

 

იანვრის თვე  წარმატებული გამოდგა ქართული ჭადრაკისთვის.

ბრწყინვალედ  იასპარეზა საქართველოს  მრავალგზის ჩემპიონმა,  ლევან ფანცულაიამ ინდოეთის დედაქალაქში დასრულებულ ტრადიციულ, 'ღია' საერთაშორისო ტურნირზე! თბილისელმა დიდოსტატმა 10-დან  8 ქულით I-VII  ადგილები გაინაწილა და   დამატებითი მაჩვენებლებით პირველი ადგილი დაისაკუთრა.

წარმატებული 2017 წელი...

2017  წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ქართული ჭადრაკისთვის: ჩვენმა დიდოსტატებმა საერთაშორისო სარბიელზე (მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე)  20 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნანა ძაგნიძის წარმატებები. ევროპის ჩემპიონობა კლასიკურ ჭადრაკში და წლის ბოლოს ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონობა.

წინ, 'ცხელი' გაზაფხული გველის!

 მოგესალმებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  განახლებული ვებგვერდიდან და მოგიწოდებთ ყველა ჭადრაკის მოყვარულს თანამშრომლობისკენ.

ქართული ჭადრაკის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს  ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომაზე წარდგენილი  პროექტის ‘ჭადრაკი სკოლაში’  წარმატება.

გილოცავთ ახალ 2016 წელს!

გისურვებთ გააკეთოთ საუკეთესო სვლა!

გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერების, წარმატებების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს 2016 წელი ყველა ჭადრაკის მოყვარულისათვის და სრულიად საქართველოსათვის!

Top