930x90 Website name and slogan

ნონას თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ!

დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის ონლაინ გათამაშება.
ასპარეზობა 3 ეტაპად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენდა 
პირველ ეტაპზე ქალთა შორის 1900<, ხოლო ვაჟთა შორის 2000< რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, მეორე ეტაპზე კი უკვე უმაღლესი წოდების მქონე და ეროვნული ნაკრების წევრები ჩაერთნენ თამაშში.
საბოლოოდ, ქალთა და ვაჟთა შორის 1-16 ადგილზე გასული მოჭადრაკეები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეეჯიბრნენ.
 გამარჯვებულები კი დაძაბულმა ფინალმა გამოავლინა.

ესაძემ და კილაძემ, დამაჯერებლად გაიმარჯვეს!

დასრულდა ნონა გაფრინდაშვილის თასის პირველი ეტაპის გათამაშება.

ქალთა შორის ბრწყინვალე იასპარეზა თამარ ესაძემ! მან, 9 შესაძლებლობიდან 7 შეხვედრაში გაიმარჯვა და მხოლოდ 2 პარტია დაასრულა ყაიმით!

7 ქულით მეორე ადგილზე დეა ბედოშვილი გავიდა, ხოლო III-IV ადგილები, 6,5 ქულით: ელენე წოწონავამ და თამარ ლაგაზაურმა გაიყვეს.

ბაციაშვილმა, პორტუგალიაში იმარჯვა!

საქართველოს ჩემპიონმა ქალთა შორის, ნინო ბაციაშვილმა დიდი წარმატებით იასპარეზა პორტუგალიაში გამართულ ძლიერ საერთაშორისო ტურნირზე ვაჟთა შორის!

ნინომ, 9-დან 7,5 ქულა დააგროვა და პირველობა სომხეთის წარმოამდგენელ კარენ გრიგორიანთან ერთად გაინაწილა. ამასთანავე ქართველმა მოჭადრაკემ საკუთარ რეიტინგ-ლისტს 15 სარეიტინგო ქულა შემატა!

ტექნიკური შედეგები

ეკატერინე ფიფია - მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული!

კატო ფიფია, 17-წლამდე ასაკის გოგონათა შორის მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია! მის აქტივში 9-დან 8 ქულა  (+7=2) და  დამაჯერებლად მოპოვებული  ჩემპიონის ტიტული

გამარჯვებულს ერთი ქულით ჩამორჩა და  II-III ადგილები გაინაწილა,  საქართველოს ჩემპიონმა 20-წლამდე გოგონათა შორის ნია დონღვანმა!

ჩემპიონატი 2 ასაკობრივ კატეგორიაში( 2003-2004-2005 და 2006-2007 წწ)  დაბადებულ მოსწავლებს შორის გაიმართა და 
 34 ქვეყნის 300-ზე მეტი  მოჭადრაკე მონაწილეობდა,

საქართველოს სახელით ასპარეზობაზე შვიდი მოზარდი  თამაშობდა.

ყველა პარტია მოიგეს!

ანასტასია ზარქუას და ანდრია კვირიაშვილის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის! ორივე მათგანმა ბრწყინვალე შედეგით გაიმარჯვა: 7-დან 7 მოგება!

ტექნიკური შედეგები:

გოგონები

I   ადგილი - ანასტასია ზარქუა (მწვრთნელი დავით ზარქუა) – 7 ქულა;

II  ადგილი - ანა კვირიაშვილი (მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 6 ქულა;

III  ადგილი - ბარბარე შუბითიძე (მწვრთნელი ელგუჯა ფხაკაძე) – 5 ქულა;

ჭაბუკები

I   ადგილი - ანდრია კვირიაშვილი მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 7 ქულა;

საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის!

ლერი ტალიკაძის გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ონლაინ ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის! ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 4 ტურად საჭადრაკო ვირტუალურ სივრცეში: tornelo.com   გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის პირველად გაიმართა!

გამარჯვებულმა ყველა პარტია მოიგო და ერთი ქულით გაასწრო უახლოესს კონკურენტებს: მარგალიტა ნათელაურს და იოსებ სარიშვილს.

ფედერაცია ულოცავს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია დაბადების დღეს ულოცავს  ლეგენდარულ ქართველ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წარმომადგენელს, საერთასორისო დიდოსტატ ნანა ალექსანდრიას!

 

ნანა   ალექსანდრია

მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი;

ექვსი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული;

მრავალი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

 

Top