930x90 Website name and slogan

სწრაფ ჭადრაკში ყუფარაძემ იმარჯვა!

გიგა ყუფარაძის დამაჯერებელი  პირველობით დასრულდა  ქართული გრან პრის  მესამე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში! ქუთაისელმა დიდოსტატმა 9-დან 8 გამარჯვება იზეიმა და  ერთი ქულით გაასწრო უახლოეს კონკურენტებს.

7-7 ქულით  II - III გაინააწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

II - ლევან ფანცულაია;

III  - კოკა შანავა;

ჟუ ვენჟუნი მსოფლიოს მე-17 ჩემპიონია!

 

3 მაისიდან 18 მაისის  ჩათვლით ჩინეთის ქალაქები: შანხაი და  ჩუნცინი  ქალთა შორის  მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის გამართულ მატჩს მასპინძლობდნენ. ერთანეთს  2017 წლის მსოფლიოს ნოკაუტ- ჩემპიონატის გამარჯვებული ტან ჟუნი და  2016-2017 წლების ქალთა გრან პრის სერიის გამარჯვებული ცზიუ  ვენცზიუნი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორივე მათგანი მსოფლიოს ტოპ ათეულში იმყოფება ქალთა შორის, თუმცა რადგან მსოფლიოს ყველაზე  ძლიერი ქალი-მოჭადრაკე ჰოუ იფანი არ იბრძოდა ჩემპიონის ტიტულისათვის მატჩს თავის ქვეყანაშიც კი არ გამოუწვევია დიდი ინტერესი.

არაბიძე ელვისებურშიც პირველია!

დღეს  ჭადრაკის სასახლეში ქართული ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი  გაიმართა ელვისებურ ჭადრაკში. რაპიდების მსგავსად  დღევანდელი ასპარეზობაც მერი არაბიძის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა! გამარჯვებულმა 9-დან 8 (!) მოიგო და მხოლოდ ერთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.არაბიძემ პირველობასთან ერთად საკუთარ ელო-რეიტინგს 44,4 ქულა შემატა.

არაბიძის გამარჯვებით დასრულდა!

მსოფლიოს  2015 წლის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულის მერი არაბიძის გამარჯვებით დასრულდა ქართული გრან პრის პირველი ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება იზეიმა და მხოლოდ 2 პარტიაში დაუზავდა მეტოქეებს.

სამცხე-ჯავახეთის 25 მწვრთნელი კვალიფიკაციას აიმაღლებს!

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პროექტის #ჭადრაკირეგიონში  ფარგლებში  მეორე წელიწადია  მიმდინარეობს მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა, რომლის მიხედვით რეგიონებში მოღვაწე მწვრთნელებს წლის განმავლობაში უტარდებათ სასწავლო სემინარები. 

პროექტის  ფარგლებში ფიდესა და საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი  ლაშა ჯანჯღავა ამჟამად  სამცხე-ჯავახეთის რეგიონს  ეწვია და  გამართავს ტრენინგებს  რეგიონის მწვრთნელებისათვის.

'პირველი სვლა ბათუმში'!

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის და ფიდე-ს რეგიონული წარმომადგენლობის ძალისხმევით 13 მაისს ბათუმში, ევროპის მოედანზე ოლიმპიადისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

Top