930x90 Website name and slogan

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

2018 წლის 23-24 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ.№10) ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატი გაიხსნება 23 ივნისს 14:30 საათზე. 

ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 10 ივნისს დასრულდა. დარეგისტრირდა 21  ბიზენსორგანიზაციის  22 გუნდი (დანართი №2). გუნდი შედგება ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოჭადრაკისაგან. ყოველ ტურში ერთი მოჭადრაკე მაინც იქნება კომპანიის თანამშრომელი.

სწრაფი ჭადრაკის შემდეგ ქალები ერთმანეთს ელვისებურში შეეჯიბრნენ!

ევროპის  მრავალგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა თანატოლთა შორის ნინო ხომერიკმა ერთპიროვნულად გაიმარჯვა ქალთა გრან პრის მესამე ეტაპის შეჯიბრზე  ელვისებურ ჭადრაკში!

ნინომ, 9-დან 7 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო მეორე ადგილოსან, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ქალთა შორის ინგა ხურცილავას.

ხუხაშვილის გამარჯვებით დასრულდა!

2008 წლის  საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულის, სოფიკო ხუხაშვილის დამაჯერებელი პირველობით დასრულდა ქალთა გრან პრის მესამე ეტაპი სწრაფ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა  9-დან 7,5 ქულა  დააგროვა და ერთი  ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო ოსტატ, ნათია  ჯანჯღავას.

პატარა ჩემპიონები!

ჭადრაკის სასახლეში  ამაგდარი ქართველი მწვრთნელის შოთა ინწკირველის  სახელობის მემორიალი დასრულდა. ასპარეზობა ორ ასაკობრივ კატეგორიაში  როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის გაიმართა.

დებულება

 

U07  გოგონები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი

23-24 ივნისს, სასტუმრო ‘იოტა’-ში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი გაიმართება. მონაწილეთა შორის არიან  სხვადასხვა  ბიზნეს კომპანიების (კორპორაციები) წარმომადგენელი 22 გუნდი.  თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან. ყოველ ტურის განმავლობაში ერთი მოჭადრაკე მაინც უნდა იყოს კომპანიის მოქმედი თანამშრომელი. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად  გაიმართება, თითოეულ მონაწილეს  15 წუთი აქვს პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 3 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.

დედაქალაქის ჩემპიონატი დასრულდა...

თბილისის ჭადრაკის სასახლეში სამ ასაკობრივ  კატეგორიაში  დედაქალაქის ჩემპიონატი დასრულდა.

 

U09 გოგონები

I    ადგილი -მარიამ ჭეჭელაშვილი - 7 ქულა

II  ადგილი - ლიზი ზარიძე - 5,5 ქულა;

III  ადგილი - ანა-მარია ნიშნიანიძე - 4,5 ქულა;

 

U09 ჭაბუკები

I    ადგილი -  ლუკა კილაძე - 7 ქულა;

II  ადგილი - გიორგი გოგოლაშვილი - 6 ქულა;

III  ადგილი - სანდრო ორბელაძე - 5,5 ქულა

 

მწვრთნელთა საყურადღებოდ!

 
 
  2018 წლის 24 ივნისს, კვირას 12.00-ზე ჭადრაკის      სასახლეში ჩატარდება მწვრთნელთა ატესტაცია    'C'  კატეგორიის მისანიჭებლად. 
                 
 
  ატესტაციაში მონაწილეობის უფლება აქვთ    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს,    რომელთაც გადახდილი აქვთ:
 
1. 2018 წლის ჭადრაკის ფედერაციის საწევრო  შესატანი (24 ლ.);       
Top