მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი წლეულსაც იბრძვის პირველობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად დუბლის შესრულება შეუძლებელია - დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სლოვენიის სახელით მოასპარეზე უკრანელმა დიდოსტატმა ანა მუზიჩუკმა ახლოსაც არავინ მიიკარა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა...
ბელას შედეგები ბოლო ორი წელია შესამჩნევად იწევს მაღლა და ამიტომ მის მიმართ ინტერესი განსაკუთებული გვაქვს: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც მოსინჯა ძალები და ვროპის ჩემპიონატზე მეოთხე დაფაზე მცირე ვერცხლის მედალიც მოიპოვა, საერთო გუნდურ წარმატებაში კი ლომის წილი დაიდო. მიუხედავად ასეთი სურათისა, თელაველმა დიდოსტატმა მცირე ჩავარდნასაც გაუგო გემო, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის არცთუ იოლი მოსანელებელია, მაგრამ , საბედნიერდ, ბელას აღმოაჩნდა ძალა და ენერგია იმისთვის, რომ ჩვეულ კალაპოტს დაბრუნებოდა და გამარჯვებებისთვის ებრძოლა. ასე იყო ამჯერადაც: სტარტი არც თუ საუკეთესო გამოუვიდა, მაგრამ ფინიშის სწორზე ჩვეულად ათამაშდა და ლიდერებში გაერია. პირველობას ვერა, მაგრამ მეორეობას კი შეუძლია შესწვდეს და ვნახოთ, გადამწყვეტ პარტიას როგორ წარმართავს. იქამდე ჩვნთან გასაუბრებას დათანხმდა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ვიდრე ტური დასრულდებოდა, რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- ბელა, სტარტზე ქულათა დაუგეგმავი დაკარგვა რას უნდა მივაწეროთ?
- მოგეხსენებათ, რომ ორი დღით ადრე თილისის მერიის თასის გათამაშება დასრულდა, სადაც მეც ვიღებდი მონაწილეობას. ტურნირი ძალიან ძლიერი შემადგენლობის იყო და მეც რამდენიმე მაღალი კლასის ვაჟ დიდოსტატთან მომიწია ბრძოლა. შემიძლია ვთქვა, რომ მერიის თასზე წარმატებით ვიასპარეზე, მაგრამ ძალიან კი დავიღალე. როგორც ჩანს, პირველი ტურებისთვის ენერგიის აღდგენა ვერ მოვახერხე. საბედნიეროდ, მერე და მერე ქულების მოგროვება შევძელი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაღლილობის შეგრძნება გამიქრა. იმედი მაქვს, რომ ის რესურსი, - საჭადრაკო თუ ფიზიკური - რაც გამაჩნია დღისთვის, საკმარისი გახდება კარგი ფინიშისათვის.
- მერიის თასი ახსენე და აქვე ამ ტუნირის შესახებაც გკითხავ და იმაზეც გვიპასუხე, თუ ციფრებში როგორ აისახა შენი წარმატება.
- პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ტურნირის ორგანიზება შეძლო - ეს დიდი საჩუქარი გახლდათ და პროფესიული ზრდისათვისაც აუცლებელია. საერთო ჩათვლაში 6,5 ქულა დავაგროვე, რაც ქალთა შორის მესამე ადგილისთვის გახდა საკმარისი. რეიტინგშიც საგრძნობლად მოვიმატე, რაც ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე მნიშვნლოვანი წინსვლაა - რამდენიმე თვის წინ 2460 მქონდა რეიტინგი, მაგრამ რიგ ტურნირებში ცუდი თამაშის გამო ერთბაშად 50 პუნქტით ვიზარალე. მერიის თასზე ჩემი სარეიტინიგო მატება 12 ქულაა, იმედი მაქვს, ამ ტურნირშიც საგრძნობლად წავიწევ წინ.
- შენ მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული ხარ. წელსაც ფავორიტად ითვლებოდი, მაგრამ თავად თუ ფიქრობდი გამარჯვებაზე?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობდი და ამისთვისაც ჩავები ტუნირში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვბა რომ ვერ ხერხდება, ესეც ვიცი და ტრაგედიას ნამდვილად არ შევქმნი, თუ ამჯერად ვერ ვიპირველე.
- ამ ერთი წლის მანძილზე იმდენად აიმაღლე რეიტინგი, რომ საქართველოს ნაკრებშიც მოხვდი. მცირე ჩავარდნამ ამ მხრივ უარყოფითად ხომ არ იმოქმედა?
- გარკვეულწილად გავლენა რომ იქონია, ფაქტია, რადგანაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თითქმის დაკომპლექტებულია და მხოლოდ ერთი ადგილი - სათადარიგო - არის ვაკანტური. მე ამ ვაკანსიაზე ვაცხადებ პრეტნზიას. იმედი მაქვს, რომ მერიის თასის და მიმდინარე ტურნირის შედეგები ჩემს სასარგებლოდ ბევრ რამეს იტყვიან და ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცემა.
- ნაკრების შემადგენლობა როგორია?
- მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია. ყველა მათგანმა თავისი შედეგებით დაამტკიცა, რომ ნაკრებში თამაშის ღირსნი არიან...
- საჭადრაკო ოლიმპიადამდე 4 თვეა და იქამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. თუ აპირებ ტურნირებში მონაწილეობას, რათა საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარო?
- ალბათ კი, თუმცა კონკრეტული გეგმა ჯერ არ მაქვს. მთავარია, კარგად მოვემზადო.
- როგორც ვიცი, აქამდე მწვრთელის გარეშე მეცადინეობდი. მომავალშიც ასევე აპირებ, თუ გამოგიჩნდა დამხმარე?
- სამწუხაროდ, მწვრთნელი არც ახლა მყავს და საკუთარი ძალებით გავდივარ ფონს. ალბათ ოლიმპიადამდეც ასე იქნება, გარდა ნაკრების ოფიციალური შეკრებისა, როცა ფედერაცია შეკრებას ყველაფრით უზრუნველყოფს. თუმცა, ჯერ ნაკრებში მოხვედრაა აუცილებელი.