Home
 Site map
 Contact
დეტალური ძიება
რეგისტრაცია / ავტორიზაცია

22-04-2012
მოგესალმებით...

 

წელს პირველად დავარღვიეთ ბოლო ხანს, ქართულ ჭადრაკში დამკვიდრებული ტრადიცია და ეროვნულ ჩემპიონატს  იანვრის მაგიერ გაზაფხულის ბოლო თვეში ვატარებთ.

 

ქვეყნის უძლიერეს მანდილოსანთა  ასპარეზობას შარშანდელივით ქალაქი-კურორტი ანაკლია უმასპინძლებს. ჩემპიონატში თამაშდება 2013 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის ორი  საგზური, ერთი ადგილი ბათუმში დაგეგმილ  მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატზე რაპიდსა და ბლიცში.

 

 

 

 

 

 

ქალებისგან განსხვავებით ვაჟთა პირველობას  ტრადიციულად  თბილისის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს.

 

 

 

 

წლევანდელ ჩემპიონატში I - II ადგილზე გასული მოჭადრაკეები  მომდევნო წელს ევროპის მამაკაცთა ჩემპიონატზე დაფინანსდება, ხოლო  ჩემპიონი ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლებას  მოიპოვებს 2012 წლის აგვისტოში თურქეთის სტამბოლში დაგეგმილ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე.   

ამასთანავე, ორივე ჩემპიონატში  წინა წლებთან შედარებით, მოჭადრაკეები გაზრდილი  საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ.

 

 

წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას  შარშან  დაარსებული  ჭადრაკის აკადემია ნორჩი მოთამაშეებისათვის საერთაშორისო დიდოსტატ ლაშა ჯანჯღავას ხელმძღვანელობით.

 

 

 

 

მოზარდებისთვის  მორიგი სემინარს  მარტის თვეში ქუთაისმა უმასპინძლა. 

ვიმედოვნებ, რომ მსგავსი შეკრებები ჩვენი მომავალი თაობის  წინსვლას შეუწყობს ხელს.

 

 



 
<<პირველი <წინა  |  შემდეგი> ბოლო>>

მთავარი | სიახლეები | ტურნირები | მოჭადრაკეები | ისტორია | რეგიონები | კონტაქტი 2010 GCF.ORG.GE
All Rights Reserved Created By
HAPPY