Home
 Site map
 Contact
დეტალური ძიება
რეგისტრაცია / ავტორიზაცია

12-07-2010
ძვირფასო მეგობრებო


 

დღეიდან ფუნქციონერებას იწყებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განახლებული ვებგვერდი,   რომელიც სრულად გააშუქებს სიახლეებს  როგორც   ქართულ ასევე მსოფლიო ჭადრაკში.

 

ჩვენ სურვილია ვებგვერდი იყოს მობილური და პასუხობდეს ყველა თანამედროვე მოთხოვნას. დიდი სიამოვნებით მივიღებთ წინადადებებს და შენიშვნებს, რაც საშუალებას მოგვცემს გავითვალისწინოთ ყველას ინტერესი.

 

 

ვებგვერდის შექმნისათვის მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია "ჰეფის" და მის ხელმძღვანელს, წარსულში მოჭადრაკეს, ბატონ ლაშა შამათავას თანამშრომლობისათვის.

 

ფედერაციის  სახელით მოხარული ვარ მოგესალმოთ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის,  მაია ჩიბურდანიძის სახელობის თასის IV გათამაშების   გახსნასთან დაკავშირებით. 

ქართველი ქალების უდიდესმა საჭადრაკო  წარმატებებმა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სახელოვანმა ჩემპიონმა, ოსკაროსანმა  ნონა გაფრინდაშვილმა და მისგან ეს  ესტაფეტა ბრწყინვალედ აიტაცა მაია ჩიბურდანიძემ, გახადა ეს უძველესი თამაში ესოდენ  პოპულარული ჩვენს ქვეყანაში.

მიუხედავად მთელ მსოფლიოში გამეფებული ეკონომიკური კრიზისისა, რაც გახდა  უამრავი დაგეგმილი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირების თუ ღონისძიებების  ჩაშლის მიზეზი, საქართველოში არიან ენთუზიასტები:

 

ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორიდა წლების განმავლობაში ჩვენი საიმედო პარტნიორი, კომპანია  „Socar Energy Georgia”  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდიქართუ“, რომელთა  ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა და ტრადიციული სახე მიიღო ლეგენდარული მოჭადრაკის თასის გათამაშებამ ქალთა ტურნირებისათვის უპრეცედენტო საპრიზო ფონდით.

 

 



 
<<პირველი <წინა

მთავარი | სიახლეები | ტურნირები | მოჭადრაკეები | ისტორია | რეგიონები | კონტაქტი 2010 GCF.ORG.GE
All Rights Reserved Created By
HAPPY