ჰანტი–მანსსისკში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის მეექვსე ტურში ქართველმა ქალებმა დაძაბული ბრძოლის შემდეგ ამერიკის ნაკრები გუნდი (რომელიც, მთლიანად დაკომპლექტებულია ყოფილი სსრკ–დან წასული მოჭადრაკებით) დაამარცხა.
გუნდს გამარჯვების ქულები მოუტანეს ნანა ძაგნიძემ და სალომე მელიამ, ყაიმით დაასრულა შეხვედრა ბელა ხოტენაშვილმა,დამარცხება განიცადა ლელა ჯავახიშვილმა.
ამრიგად, ჩვენმა ქალებმა 10 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლეს და
სატურნირო ცხრილში მხოლოდ რუსეთის პირველ და უნგრეთის გუნდებს ჩამორჩებიან,
საქართველოს ნაკრები მორიგ ტურში მეორე ნომრად განთესილ ჩინელებს ეთამაშება.
გუნდის შემადგენლობა:
იფან ჰოუ (2578), იუ ვენინი (2516), ჟაო სიუე (2469), ქიან ჰუანგი (2436) და იუ ვანგი (2394)
მე-7 ტურში საინტერესო იქნება რუსეთის პირველი ნაკრებისა და უნგრეთის, ასევე უკრაინისა და ინდოეთის შეხვედრები.
მეექვსე ტურში შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა ვაჟებმა და ბოლო ორი(2006,2008) საჭადრაკო ოლიმპიადებსი გამარჯვებულ სომხეთის ნაკრებთან ფრედ დაამთავრეს შეხვედრა.
ყაიმით დაასრულეს პარტიები ბაადურ ჯობავამ და მერაბ გაგუნაშვილმა, თამაზ გელაშვილი დამარცხდა, ხოლო, გუნდი წაგებას ლევან ფანცულაიამ გადაარჩინა.აღსანიშნავია, რომ ეს ლევანის მეხუთე გამარჯვებაა ხუთ თამაშიდან.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის (იგი ქალთა და კაცთა ნაკრების ჯამური შედეგებით საუკეთესოს გადაეცემა) გათამაშებაში 22 ქულით პირველ ადგილზე რუსეთის პირველი ნაკრები იმყოფება, უკრაინის, საქართველოსა და უნგრეთის გუნდების აქტივში კი 21-21 ქულაა.
2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადა. ხანტი-მანსიისკი (რუსეთი). 20 სექტემბერი-3 ოქტომბერი
მეექვსე ტური
ქალები:
საქართველო (4) – აშშ (6) 2.5:1.5
ნანა ძაგნიძე (2534) – ირინა კრუში (2490) 1:0
ანა ზატონსკიხი (2480) – ლელა ჯავახიშვილი (2451) 0:1
სალომე მელია (2439) – ტატევ აბრაჰამიანი (2352) 1:0
საბინა-ფრანჩესკა ფოიშორი (2293) – ბელა ხოტენაშვილი (2464) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა:
12 – რუსეთი (1); 11 – უნგრეთი; 10 – საქართველო, უკრაინა, ჩინეთი, ინდოეთი; 9 – რუმინეთი, აშშ, სომხეთი, სერბეთი, რუსეთი (2), გერმანია, ბულგარეთი, ხორვატია, სლოვენია, უზბეკეთი, შვეიცარია.
კაცები
საქართველო (20) – სომხეთი (6) 2:2
ბაადურ ჯობავა (2710) – ლევონ არონიანი (2783) 0.5:0.5
ვლადიმირ აკოპიანი (2691) – მერაბ გაგუნაშვილი (2598) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2599) – გაბრიელ სარგისიანი (2677) 1:0
არმან პაშიკიანი (2639) – თამაზ გელაშვილი (2611) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
11 – უკრაინა, სომხეთი, საქართველო; 10 – რუსეთი (1), რუსეთი (2), პოლონეთი, აშშ, აზერბაიჯანი, უნგრეთი
ქართველ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები:
ძაგნიძე – 4 (5)
ჯავახიშვილი – 2,5 (5)
მელია – 5,5 (6)
ხუხაშვილი – 3 (3)
ხოტენაშვილი – 3 (5)
ჯობავა – 4,5 (6)
გაგუნაშვილი – 4 (5)
მჭედლიშვილი – 3 (4)
ფანცულაია – 5 (5)
გელაშვილი – 3 (4)