Home
 Site map
 Contact
დეტალური ძიება
რეგისტრაცია / ავტორიზაცია

23-11-2011
ფინიშამდე 3 ტური დარჩა...

ხორვატიაში  მიმდინარეობს    სენიორ ქალთა  მსოფლიოს ჩემპიონატი, სამი ქართველი მოჭადრაკის    მონაწილეობით. 

მეექვსე ტურში ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი თეთრი ფიგურებით პირველობის  ერთპიროვნულ ლიდერ ლუდმილა საუნინას დაუზავდა. 

შავი ფიგურებით  გამარჯვება იზეიმა  ნინო მელაშვილმა, ინდოელ სეით ტიფსეისთან.

ფრედ დაასრულა შეხვედრა თამარ ხმიადაშვილმა  რუს ვალენტინა კოზლოვსკაიასთან.

ამდენად, ფინიშამდე სამი ტურით ადრე:

საუნინა-5, გაფრინდაშვილი, მელაშვილი, სტრუტინსკაია - 4,5-4,5, ხმიადაშვილი, კოზლოვსკაია, ფატალიბეკოვა, მედნიკოვა-4-4 ქულა.

დღეს მე-7 ტურში მელაშვილი და გაფრინდაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ხმიადაშვილი შავებით ნატალია ტიტორენკოს, სტრუტინსკაია კი საუნინას შეხვდება.

http://chess-results.com/tnr51860.aspx?art=25&fedb=GEO&lan=11&flag=30

http://www.rijekachess.com/

 



 
<<პირველი <წინა  |  შემდეგი> ბოლო>>

მთავარი | სიახლეები | ტურნირები | მოჭადრაკეები | ისტორია | რეგიონები | კონტაქტი 2010 GCF.ORG.GE
All Rights Reserved Created By
HAPPY