|
|
|
20-01-2013
მნიშვნელოვანი თარიღები ჭადრაკის განვითარების ისტორიაში
- 1119 წელი – შედგა პირველი პარტია მიწერ–მოწერით ინგლისის მეფე ჰენრიხ I და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ VI შორის.
- 1173 წელი – ფრანგულ მანუსკრიპტში პირველად გამოიყენეს ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია.
- 1471 წელი – პირველი ნაშრომი საჭადრაკო თემაზე – გეთთინგენის ხელნაწერი.
- 1490 წელი – პიველად გამოიყენეს გავლით აყვანის წესი.
- 1497 წელი – პირველი ევროპული ნაშრომი დებიუტებზე ესპანელი ლუსენას ავტორობით.
- 1512 წელი – პირველი საჭადრაკო წიგნი იტალიაში დამიანოს გამოცემით.
- 1550 წელი – იტალიაში შეიქმნა პირველი საჭადრაკო კლუბი.
- 1575 წელი – პირველი საჭადრაკო ტურნირი რომელიც, ჩატარდა ესპანეთის სამეფო კარზე მადრიდში.
- 1744 წელი – ფრანგმა ფილიდორმა ჩაატარა ზეპირ ჭადრაკში პირველი ერთდროული თამაშის სეანსი.
- 1769 წელი – პირველი საჭადრაკო ავტომატი – თურქი კემპელენის.
- 1779 წელი – პირველი საჭადრაკო სტატია "ჭადრაკის მორალური ფასეულობა ამერიკაში" – ბენჯამინ ფრანკლინის ავტორობით.
- 1791 წელი – რუსეთში გამოიცა პირველი საჭადრაკო წიგნი.
- 1795 წელი – პირველი სისტემატიური ტრაქტატი გერმანულ ენაზე ალგაიერის ავტორობით.
- 1836 წელი – პირველი საჭადრაკო ჟურნალი La Palamede ლაბურდონეს გამოცემით პარიზში.
- 1840 წელი – პირველი საჭადრაკო ჟურნალი ინგლისურად: Chess Player’s Chronicle.
- 1846 წელი – პირველი საჭადრაკო ჟურნალი გერმანულად: Deutsche Schachzeitung.
- 1851 წელი – პირველი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ლონდონში (7 მაისი – 15 ივლისი).
- 1857 წელი – პირველი სადემონსტრაციო ჭადრაკი ლევენტალის დიზაინით.
- 1857 წელი – პირველი საჭადრაკო ნაციონალური ტურნირი ამერიკაში რომელიც, მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონის, პაულ მორფის გამარჯვებით დასრულდა.
- 1861 წელი – პირველი ამერიკული საჭადრაკო კონგრესი.
- 1866 წელი – პირველი ოფიციალური ბრიტანეთის ჩემპიონატი, დასრულდა ს.დე ვერის გამარჯვებით.
- 1867 წელი – პარიზში პირველად (4 ივნისი) გამოიყენეს თამაშის დროს საჭადრაკო საათი.
- 1873 წელი – ვენაში პირველად ჩატარდა ტურნირი თაიბრეიქების გამოყენებით( 12 მონაწილე ასპარეზობდა წრიული სისტემით, ერთმანეთში თამაშობდნენ 3 პარტიას).
- 1876 წელი – პირველი რუსული საჭადრაკო ჟურნალი Шахматный листок მ.ჩიგორინის ავტორობით.
- 1878 წელი – გათამაშდა პირველი სატელეფონო პარტია.
- 1880 წელი – ყველა ქვეყანაში აღიარეს გავლით აყვანის წესი.
- 1881 წელი – საფძველი ჩაეყარა British Chess Magazine გამოშვებას.
- 1881 წელი – პირველი საერთაშორისო მატჩი ტელეგრაფით ლივერპულსა და კალკუტას შორის.
- 1883 წელი – პირველად გამოიყენეს საჭადრაკო საათი ორი ციფერბლატით.
- 1885 წელი – პირველი ბრიტანული საჭადრაკო კონგრესი (15 ივნისი).
- 1886 წელი – პიველი ოფიციალური მატჩი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის: სტეინიცსა და ცუკერტორტს შორის.
- 1888 წელი – პირველი საჭადრაკო ტურნირი მიმოწერით ჭადრაკში.
- 1895 წელი – ციურიხში პირველად ჩატარდა ტურნირი ჩვეიცარიული სისტემით.
- 1897 წელი – პირველი ქალთა საერთაშორისო ტურნირი მოიგო ვერა მენჩიკმა.
- 1905 წელი – ოსტენდში გამართულ ტურნირზე პირველად გამოიყენეს ცნება დიდოსტატი.
- 1927 წელი – გამოვლინდა პირველი მსოფლო ჩემპიონი ქალი – ჩეხი ვერა მენჩიკი.
- 1936 წელი – ამერიკის პირველი ოფიციალური ჩემპიონატი მოიგო სამუელ რეშევსკიმ.
- 1937 წელი – პირველი ბალეტი საჭადრკო თემაზე – ქიში და შამათი – არტურ ბლისის ავტორობით.
- 1947 წელი – ბულგარეთში გამოუშვეს პირველი საჭადრაკო მარკა.
- 1947 წელი – პირველი კომპიუტერული საჭადრაკო პროგრამა – ა.ტიურინგი.
- 1970 წელი – პირველი საჭადრაკო ტურნირი კომპიუტერებს შორის.
- 1974 წელი – პირველი მსოფლიო ჩემპიონატი საჭადრაკო პროგრამებს შორის.
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|