
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
18.04-25.04. 2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
18.04-25.04. 2018 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
3. მონაწილენი:
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და
გოგონებს.
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2018 წლის
საწევროს გადახდა.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
4. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7ტურად.
ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების
სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
5. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე
ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი
და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2018 წლის 16 აპრილის 18.00 საათამდე:
სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com მობ: 555 54 09 91
ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა - nataalavidze.alavidze4@gmail.com ტელ: 299 77 36, მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკორეკვიზიტები:
სს "თიბისი ბანკი"
ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL
საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
- რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 აპრილის 18.00 საათი.
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
7. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- პირადი შეხვედრა;
- მოგებების რაოდენობით;
- პროგრესი (რეგრესით).
8. ტურნირის განრიგი:
ტური |
რიცხვი |
დღე |
საათი |
ჩამოსვლის დღე |
18 აპრილი |
ოთხშაბათი |
|
გახსნა |
19 აპრილი |
ხუთშაბათი |
15:00 |
I ტური |
19 აპრილი |
ხუთშაბათი |
15:00 |
II ტური |
20 აპრილი |
პარასკევი |
15:00 |
III ტური |
21 აპრილი |
შაბათი |
15:00 |
IV ტური |
22 აპრილი |
კვირა |
15:00 |
V ტური |
23 აპრილი |
ორშაბათი |
15:00 |
VI ტური |
24 აპრილი |
სამშაბათი |
15:00 |
VII ტური |
25 აპრილი |
ოთხშაბათი |
11:00 |
დახურვა |
25 აპრილი |
ოთხშაბათი |
15:00 |
ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება
მოახდინოს.
9. პრიზები: საპრიზო ფონდია 1 600 ლარი.
ადგილი |
ჭაბუკები - 16 წ. (01.01.2002 წ.შემდეგ დაბადებულნი) |
გოგონები- 16 წ. (01.01.2002წ.შემდეგ დაბადებულნი) |
1 |
500 |
300 |
2 |
300 |
200 |
3 |
200 |
100 |
- თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.
- პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
10. დაჯილდოვება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
11. საერთო წესები:
- ტურის დაწყებიდან30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
- ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო
კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში
გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან
15 წუთის განმავლობაში.
ღონისძიებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარვეზის შემთხვევაში მიმართეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნოს:
დათო კოდუა - მობ: 593 60 09 11. ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com
დირექტორი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი - საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

- სათაური: ალექსანდრე ბოკუჩავას თასი (რეიტინგ-ტურნირი)16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
- ავტორი:
- თარიღი: 22-03-2018 8:59 AM
- Tags: