ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

 დ   ე   ბ   უ   ლ   ე   ბ   ა

 

26.03-02.04.  2017  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე                                              

1. ორგანიზატორი:

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

     26.03-02.04.  2017  წ.   ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

    ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და

    გოგონებს.

    ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სავალდებულოა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2017 წლის

    საწევროს გადახდა. 

    სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

4.  სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7ტურად.

    ტურნირში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.  აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების

    სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

5. დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე

    ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

6. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: 

    მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ ან გადმოაგზავნონ დაბადების მოწმობის ასლი

    და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის    

    გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი 2017 წლის  23 მარტის 18.00 საათამდე:

 

    სალომე სირაძე - ელ-ფოსტა - salosiradze@hotmail.com     მობ:  555 54 09 91

    მარგალიტა თანდაშვილი - ელ-ფოსტა - mtandashvili@yahoo.com   მობ: 599 23 42 12

 

     საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

     სს "თიბისი ბანკი"

     ანგარიშსწორების ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL

     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

 

    -  რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2017 წლის  23 მარტის 18.00 საათი.

    -  თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 20 ლარი (სოციალურად დაუცველები და

       მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან).

    -  დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი.

    - რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ

      დაარეგისტრიროს მოჭადრაკე რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.

7. თაი – ბრექი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

    შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. პირადი შეხვედრა;
  4. მოგებების რაოდენობით;
  5. პროგრესი (რეგრესით).

     8. ტურნირის განრიგი:

 

ტური

რიცხვი

დღე

საათი

ჩამოსვლის დღე

26 მარტი

კვირა

 

გახსნა

27 მარტი

ორშაბათი

15:00

I     ტური

27 მარტი

ორშაბათი

15:00

II     ტური

28 მარტი

სამშაბათი

15:00

III   ტური

29 მარტი

ოთხშაბათი

15:00

IV   ტური

30 მარტი

ხუთშაბათი

15:00

V    ტური

31 მარტი

პარასკევი

15:00

VI   ტური

1 აპრილი

შაბათი

15:00

VII   ტური

2 აპრილი

კვირა

15:00

დახურვა

2 აპრილი

კვირა

19:00

   

    ორგანიზატორი უფლებამოსილია, ტურის დაწყების დროის (საათი) შესაბამისი კორექტირება

    მოახდინოს.

9. პრიზები: საპრიზო ფონდია 1 700 ლარი.

 

ადგილი

ჭაბუკები - 16 წ.

(01.01.2001 წ.შემდეგ დაბადებულნი)

გოგონები- 16 წ.

(01.01.2001წ.შემდეგ დაბადებულნი)

1

500

300

2

350

200

3

250

100

 

     - თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა.

     - პრიზები იბეგრება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.  

10. დაჯილდოვება:

   - I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

      - II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.                                                              

11. საერთო წესები:

        - ყაიმზე შეთანხმება მხოლოდ 30 სვლის შემდეგ.

       - ტურის დაწყებიდან  ერთ საათზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

       - პარტიის მსვლელობისას მობილურის დარეკვის შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

       - ნებისმიერ მონაწილეს უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო

         კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება გახსნის ცერემონიალზე.

          მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში

         გადაიხადოს 20 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

         პროტესტი განხილული უნდა იყოს სააპელაციო კომიტეტის მიერ ტურის დამთავრებიდან                               

         15 წუთის განმავლობაში.

 

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ღონისძიებების კომისიის სამდივნო:

    მობ: 593 60 09 11.  ელ-ფოსტა: chesspoti@yahoo.com  

 

           ტურნირის დირექტორი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი  ზურაბ მიქაძე

           მთავარი მსაჯი - საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი

 

   

  • სათაური: ალექსანდრე ბოკუჩავას თასი 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
  • ავტორი:
  • Date: 07-03-2017 10:17 PM
  • Tags:
Top