
ქართველი მოჭადრაკეები აზერბაიჯანის დაბა გაბალაში გაემგზავრნენ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ.შეხვედრის მიზანი 1-14 სექტემბერს ბაქოში გასამართი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისათვის მზადებაა.
ქართველი მოჭადრაკეებიდან მატჩში იასპარეზებენ:
ვაჟები: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, თორნიკე სანიკიძე და გიგა ყუფარაძე.
ქალები: მერი არაბიძე, ნინო ხომერიკი, ქეთი წაწალაშვილი, მირანდა მიქაძე და ალექსანდრა ვახანია.

- სათაური: ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანელ კოლეგებთან...
- ავტორი:
- თარიღი: 10-08-2016 11:01 PM
- Tags: