ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ანონსი

2016 წლის 16 იანვარს 14:00-ზე ქ. თბილისში ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოში მოღვაწე მწვრთნელთა და  ორგანიზატორთა გაერთიანებული შეხვედრა.

 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე, ვიცე პრეზიდენტი - ზურაბ მიქაძე და გენერალური მდივანი - აკაკი იაშვილი

 

ღონისძიებაზე მოწვეულები არიან რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივნები (დასწრება სავალდებულოა), მოწინავე მწვრთნელები და დაინტერესებული პირები.

 

გაიმართება მსჯელობა ბავშვთა ჭადრაკში არსებული მდგომარეობის შესახებ, საჭადრაკო ღონისძიებების ჩატარების სტანდარტებზე და საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის ფორმატზე.  საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გააკეთებს კონკრეტული მასტიმულირებელი ნაბიჯების წარდგინებას 

 

 

 

  • სათაური: ანონსი
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-01-2017 11:31 AM
  • Tags:
Top