
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ზურაბ აზმაიფარაშვილი 18 აპრილს, 13.00 საათზე ჭადრაკის სასახლეში ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ.
პრესკონფერენციის თემებია: ფიდე-ში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები, ფიდე-ს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მიმდინარეობის ფაზები და 2017 წლის სექტემბერში თბილისში გასამართი საჭადრაკო მსოფლიო თასის სამზადისი.
10 აპრილს საბერძნეთის დედაქალაქში ფიდე-ს საგანგებო საპრეზიდენტო საბჭო შეიკრიბა და იქიდან დაბრუნებული ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესცენტრი

- სათაური: ანონსი
- ავტორი:
- თარიღი: 18-04-2017 1:39 PM
- Tags: