ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

არონიანმა, 'ჰიბრალტარიც' მოიგო!

ჰიბრალტარში დასრულდა  საჭადრაკო სამყაროში  ერთ-ერთი  უძლიერესი და პოპულარული  საერთაშორისო ფესტივალი.

ფესტივალის ფარგლებში 7  ტურნირი ჩატარდა. ყველაზე ძლიერი ოსტატთა ტურნირი შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართა და პირველობა ერთბაშად 7-მა მონაწილემ გაინაწილა 7,5 ქულით. დამატებითი ტაი-ბრეიქით გამარჯვება და ტურნირის  მთავარი პრიზი ლევონ  არონიანმა(სომხეთი) დაისაკუთრა, ფინალურ ეტაპზე მაქს ვაშიე-ლაგრავის (საფრანგეთი) დამარცხებით.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, უბერებელმა პია კრამლინგმა (შვედეთი) დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ქალთა ჩათვლაში ბოლო ტურამდე ლიდერობდა ნინო ბაციაშვილი. სამწუხაროდ  დასკვნით  ტურში განცდილი დასანანი მარცხით ნინომ ქალთა შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო საერთო ჩათვლაში კი  50-ზე.ამასთანავე,ქართველმა მოჭადრაკემ +16 რეიტინგ-ქულაც შემატა საკუთარ აქტივს.

დანარჩენი ქართველი მონაწილეების ტექნიკური  შედეგები:

117.ბელა ხოტენაშვილი - 5,5 ქულა;

131.სალომე მელია  - 5 ქულა;

133.ნანა ძაგნიძე - 5 ქულა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი. 

  • სათაური: არონიანმა, 'ჰიბრალტარიც' მოიგო!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-02-2018 4:12 AM
  • Tags:
Top