ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ასპარეზობას 'მაკდონალდსმა' უმასპინძლა!

ზუგდიდში დასრულდა ქალაქის ჩემპიონატი 8, 12 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ასპარეზობა  ქალაქ მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის სასპორტო საჭადრაკო სკოლის ორგანიზებით  და "მაკდონალდსი"-ს მხარდაჭერით გაიმართა.  ჩემპიონატის 8 და 12 წლამდე ასაკობრივი ტურნირები ჩატარდა შვეიცარულის სისტემით 9 ტურად. 18 წლამდე ასაკობრივი ტურნირი გაიმართა წრიული სისტემით ასევე 9 ტურად.

18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით ქალაქ ზუგდიდის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ცოტნე ქვარცხავამ, მეორე ადგილზე 6 ქულით  გიორგი ნაყოფია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 5 ქულით  სიდონია ბეჭვაიამ დაისაკუთრა.

12 წლამდე ასაკობრივ ტურნირში ჭაბუკთა შორის ჩემპიონის ტიტულს 6,5 ქულით მიხეილ სიჭინავა დაეუფლა, მეორე ადგილი დავით შედანიამ დაიკავა, მესამე ადგილზე  კი თეკლე ბეჭვაია  გავიდა.

12 წლამდე გოგონათა შორის 7 ქულით ჩემპიონის ტიტული ნია შონიამ მოიპოვა. 8 წლამდე ასაკობრივ ტურნირში ორმა მონაწილემ დააგროვა 8-8 ქულა. მათ შორის საპრიზო ადგილები დამატებითი მაჩვენებლებით განაწილდა. უკეთესი კოეფიციენტით პირველი ადგილი დაიკავა ნიკა კემულარიამ, მეორე ადგილი ერგო დიმიტრი ანთელავას, ხოლო მესამე ადგილზე 6,5 ქულით ზურაბ ტიბუა გავიდა.

8 წლამდე გოგონათა შორის მართა საორდიამ გაიმარჯვა.

 წარმატებულ მოჭადრაკეებს გამარჯვება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი გოგოხიამ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიულოცეს და თასები, მედლები და სიგელები გადასცეს.

წყარო

  • სათაური: ასპარეზობას 'მაკდონალდსმა' უმასპინძლა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-06-2017 6:50 PM
  • Tags:
Top