ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბაადურ ჯობავა საასპარეზოდ ‘Grand Chess Tour’ ეტაპზე მიიწვიეს!

 

ქართველი მოჭადრაკის კიდევ ერთი დიდი აღიარება -  ჯობავა საჭადრაკო სამყაროში ყელაზე პრესტიჟულ ’Grand Chess Tour’ სათამაშოდ მიიწვიეს.ასპარეზობა ბელგიის ქალაქ ლიოვენში გაიმართება (28 ივნისი - 2 ივლისი) სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს ტოპ ათეულის მოჭადრაკეები, მათ შორის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, მაგნუს კარლსენი.

მონაწილეთა შორის არიან: უესლი სოუ, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, ვიში ანანდი, იან ნეპომნიაში, ლევონ არონიანი, ვლადიმერ კრამნიკი,ანიშ გირი და ვასილი ივანჩუკი.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 150 000$ შეადგენს.

  • სათაური: ბაადურ ჯობავა საასპარეზოდ ‘Grand Chess Tour’ ეტაპზე მიიწვიეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 12-03-2017 11:29 PM
  • Tags:
Top