ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

'ბათუმი – 2016'

ბათუმში,  დასრულდა  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 'ბათუმი – 2016'  8,10,  12 და 14  წლამდე  ასაკის  ჭაბუკთა  და გოგონათა  შორის.  დაწესებული იყო 40 პრიზი 4 ასაკობრივ კატეგორიაში. როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკებს შორის.

 

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და 3 ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) 83-მა ნორჩმა   მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.

 

ტურნირ  ორგანიზება გაუწიეს:   –  აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ  და  აჭარის  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  დეპარტამენტმა.  დაწესებული იყო  ფედერაციის  ყოფილი პრეზიდენტის შოთა  ჭურკვეიძისა და  ისიდორე გოგეშვილის სახელობის თასები  და  საჩუქრები, რომლებიც გადაეცათ ადგილობრივ მოჭადრაკეს – ნიკა დარსალიას  და  საქართველოს დამსახურებულ  მწვრთნელს გურამ ჭანტურიას.

 

ასევე  ფესტივალზე  დაწესებული  იყო  ყოფილი  მოჭადრაკის  გია  მახარაძის  სახელობის  თასი, რომელიც  7    კომპლექტ  ჭადრაკთან   ერთად  გადაეცა  ხულოელ მოჭადრაკე  უჩა  იაკობაძეს  და მის  მწვრთნელს  შუქრი  შავაძეს.

 

ოთხივე ასაკობრივ  ჯგუფში გამარჯვებული  მოჭადრაკეები  დაჯილდოვდნენ  მედლებით, სიგელებით და ფულადი ჯილდოთი (საპრიზო ფონდი 5000 ლ.), ხოლო  ჩემპიონებს  (8 მოჭადრაკე)  გადაეცათ  აგრეთვე  თასები. საჩუქრები გადაეცათ ასევე  ფესტივალის  ყველაზე  პატარა  მონაწილეებს – მარიამ  კალანდაძესა  და  ჯავიდ  გურბანლის.

სიგელები და სამახსოვრო  საჩუქრები გადაეცათ  ფესტივალზე  ჩამოსულ მწვრთნელებსაც.

            

გარდა  ამისა,   დებულებით  გათვალისწინებული  იყო  კონკურსი  მწვრთნელთა  შორის. გამოვლინდა  5  გამარჯვებული  მწვრთნელი ,  რომლებიც  დაჯილდოვდნენ  შესაბამისი  ფასიანი  საჩუქრებით.

 

გამარჯვებულები:

 

ნატალი აბულაძე  (ბათუმი)  - 8 წლ.გოგონა              მსხალაძე  ალექსანდრე (ბათუმი) – 8 წლ. ჭაბ.

ქონიაძე  ლიზი (ხელვაჩაური) -10 წლ.                       გაბუნია  გიორგი (ბათუმი) – 10 წლ. ჭაბ.

ბედოშვილი დეა (ბათუმი) – 12 წლ.                           თედორაძე  თორნიკე ( ბათუმი) -10 წ.

ნინო მახარაძე (ქედა) – 14 წლ.                                   სართანია  გიორგი (ზუგდიდი) -14წლ.

  • სათაური: 'ბათუმი – 2016'
  • ავტორი:
  • თარიღი: 31-07-2016 5:17 PM
  • Tags:
Top