ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმში დასრულდა...

ბათუმში დასრულდა მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი ჭადრაკში, რომლის გამარჯვებულიც რუსი ვალენტინა გუნინა (2497) გახდა. მან მან 11 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (2557) ნახევარი ქულით გაუსწრო.

ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნინო ბაციაშვილმა (2476) აჩვენა, რომელმაც 6 ქულით უკრაინელი ანა მუზიჩუკის (2555) დარი  შედეგი აჩვენა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლები მასზე უკეთესი აღმოაჩნდა და მე-3 პოზიცია დაიკავა.

საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2535) 5.5 ქულით მე-6 ადგილზე გავიდა, ლელა ჯავახიშვილი (2489) 5 ქულით მეცხრეზე აღმოჩნდა, ბელა ხოტენაშვილმა (2493) კი 4 ქულით ბოლო ადგილი  დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ფიდე-ს გრან პრიზე მოთამაშე მოჭადრაკეებს აქტივში 3 საუკეთესო შედეგი ეთვლებათ, პირველ ადგილზე  გასული მონაწილე კი გაისად ტიტულისთვის ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ იფან ჰოუს გაეჯიბრება.

 

საბოლოო მდგომარეობა:

 

1.გუნინა - 7.5 ქულა;

2.კოსტენიუკი  -6.5 ქულა;

3-4. ბაციაშვილი, ა.მუზიჩუკი -  6 ქულა;

5-7. ჟაო, ძაგნიძე, სკრიპჩენკო  -  5.5 ქულა;

8-10.მ.მუზიჩუკი, ჯავახიშვილი, გირია - 5 ქულა;

11.დანიელიანი - 4.5 ქულა;

12.ხოტენაშვილი -4  ქულა;

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ბათუმში დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 03-05-2016 12:34 AM
  • Tags:
Top