ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბათუმში, ევროპის პირველობა დასრულდა...

ევროპის  ჩემპიონის ტიტული ერთპიროვნულად მოიპოვა ივან სარიჩმა (ხორვატია;2657). გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დაგროვა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

2.რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი; 2738) – 8 ქულა;

3.სანან სიუგიროვი        (რუსეთი; 2652) – 8 ქულა;

4.გევეინ ჯონსი             (ინგლისი; 2651) – 8 ქულა;

5.მაქსიმ მატლაკოვი      (რუსეთი; 2707)  – 8 ქულა;

6.ლუკ მაკშეინი             (ინგლისი; 2647)   – 8 ქულა;

7.ანტონ კორობოვი       (უკრაინა; 2664)     – 8 ქულა;

8.ელტაჟ საფარლი     (აზერბაიჯანი;2639)– 8 ქულა;

აღშანიშნავია, რომ   I-XXIII ადგილზე  გასულმა მონაწილეებმა მოიპოვეს 2019 წელს  რუსეთის ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური.

სულ, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო , მათ შორის 32 საქართველსო წარმომადგენელი გახლდათ.

ოფიციალური ვებგვერდი

ფოტოგალერეა

  • სათაური: ბათუმში, ევროპის პირველობა დასრულდა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 28-03-2018 9:00 PM
  • Tags:
Top