
წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ინგლისის მენში დასრულებულ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე.
ბათუმელმა დიდოსტატმა 9-დან 5,5 ქულა დააგროვა და II ადგილზე გავიდა ქალთა შორის, ხოლო საერთო ჩათვლაში კი 44-ე საფეხური დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სატურნირო ცხრილში ნინოს შემდეგ განთავსდნენ: ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, ჩინელი ჰოუ იფანი და ევროპის ჩემპიონი, უკრაინელ ანა უშენინა.
შეჯიბრში 36 ქვეყნის 133 მოჭადრაკე მონაწილეობდა. საერთო ჩათვლაში I-II ადგილები 7,5-7,5 ქულით: ფაბიანო კარუანამ (იტალია) და პაველ ელიანოვმა (უკრაინა) გაინაწილეს. III ადგილზე 7 ქულით არკადი ნაიდიჩი (აზერბაიჯანი) გავიდა.

- სათაური: ბაციაშვილის წარმატება ინგლისში!
- ავტორი:
- თარიღი: 10-10-2016 2:10 PM
- Tags: