ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბაციშვილმა ვაჟთა შორის დიდოსტატობა შეასრულა!

ნინო ბაციაშვილმა წარატებით იასპარეზა ინგლისის მენში  დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში ‘Chess.com Isle of Man Open Masters’! სადაც მან მესამეჯერ შეასრულა ვაჟთა შორის  დიდოსტის ნორმა და 20 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს.  უახლოესს  ფიდეს  კონგრესზე ნინოს  დიდოსტატის წოდებას მიანიჭებენ და საქართველოს ისტორიაში  მე-5 ქალი (მაია ჩიბურდანიძის, ნოან გაფრინდაშვილის, ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ) იქნება ვაჟთა შორის უმაღლესი საერთაშორისო წოდებით. აღსანიშნავია რომ, ტურნირის მსვლელობის დროს ბაციაშვილს მსოფლიოს უძლიერესს დიდოსტატებთან მოუწია ასპარეზობა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი გამარჯვება პლანეტის უძლიერეს მოჭადრაკე ქალთან, ჰოუ იფანთან.

 

ტურნირში პირველ ადგილზე  მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია;2827) გავიდა.

 

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-III ადგილები გაინაწილეს:ვიშვანათან ანანდმა (ინდოეთი;2794) და ჰიკარუ ნაკამურამ (აშშ;2781)

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ჰოუ იფანმა (ჩიენთი;2670) აჩვენა.

ქართველი დიდოსტატი  ქალთა შორის მე-7 ადგილზე, ხოლო საერთო ჩათვლაში 68-ე ადგილზე გავიდა.

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ბაციშვილმა ვაჟთა შორის დიდოსტატობა შეასრულა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 02-10-2017 8:02 PM
  • Tags:
Top