ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბლიც-ტურნირი ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!

საერთაშორისო დიდოსტატ  ლევან ფანცულაიას, გამარჯვებით დასრულდა დუბაიში გამართული ტურნირი ელვისებურ (ბლიცი) ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 9-დან 7,5 ქულით პირველობა აზერბაიჯანელ დიდოსტატ ელტაჟ საფარლისთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი  მაჩვენებლებით დაჯაბნა მეტოქე.

7-7 ქულით III-VII ადგილები გაინაწილეს: სალეჰ სალემმა (ეგვიპტე),ანტონ კორობოვმა (უკრაინა), ბარტოშ სოჩკომ (პოლონეთი),სერგეი ჟიგალკომ (ბელორუსია) და გევეინ ჯონსმა (ინგლისი).

ასპარეზობის მეორე ქართველი მონაწილე მიხეილ მჭედლიშვილი 6,5 ქულით IX ადგილზე გავიდა.

 

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ბლიც-ტურნირი ფანცულაიას გამარჯვებით დასრულდა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 09-04-2017 12:33 AM
  • Tags:
Top