ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

ბოლო ნახევარფინალისტი ხვალინდელ ტაი-ბრეიქში გაირკვევა...

 

თეირანში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალის მეორე ტური გაიმართა. თავის გამარჯვებით ქომაგები გაახარა ნანა ძაგნიძემ! ქართული ჭადრაკის ლიდერმა  გადამწყვეტ პარტიაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით ანგარიში გაათანაბრა და ხვალინდელ დამატებით პარტიებში იბრძოლებს ნახევარფინალის ბოლო საგზურის მოსაპოვებლად.

აღსანიშნავია,რომ ძაგნიძე-დრონოვალის წყვილი ერთადერთია მეოთხედფინალში, რომელიც ნახევარფინალის საგზურისათვის ბრძოლას ტაი-ბრეიკში გააგრძელებს.

მეოთხედფინალში მოულოდნელი იყო  ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერის  ჟუ ვენჯუნისა მარცხი  თანამემამულე ტან ჟონგთან დაპირისპირებაში. სწორედ ტან ჟონგი იქნება ძაგნიძე-დრონოვალს შორის გამარჯვებულის მეტოქე. ნახევარფინალში ასევე ითამაშებენ ანა მუზიჩუკი და ალექსანდრა კოსტენიუკი.

მეოთხედფინალის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

ნანა ძაგნიძე ( 2525)-ჰარიკა დრონოვალი (2539, ინდოეთი) 1:1 (0:1, 1:0)

ანა მუზიჩუკი ( 2558, უკრაინა )- ანტუანეტა სტეფანოვა ( 2512, ბულგარეთი) 1,5:0,5 ( 1:0, 0,5:0,5)

ალექსანდრა კოსტენიუკი ( 2549, რუსეთი) -შიქუნ ნი ( 2399, ჩინეთი) 1,5:0,5 ( 0,5:0,5, 1:0)

ჟუ ვენჯუნი ( 2583, ჩინეთი) -ტან ჟონგი ( 2502, ჩინეთი) 0,5:1,5 ( 0,5:0,5, 0:1)

შეხვედრათა  განრიგი:

20-22 თებერვალი - IV წრე

23-25 თებერვალი -V წრე (ნახევარფინალი)

26  თებერვალი     -  დასვენების დღე

27 თებერვალი    -   3 მარტი  - VI წრე (ფინალი)

4 მარტი - დახურვა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 450 00$ შეადგენს. პირველ წრე - 3 750$

მეორე წრე - 5 500$

მესამე წრე - 8 000$

მეოთხე წრე - 12 000$

მეხუთე წრე (ნახევარფინალი) – 20 000$

მეექვსე წრე (ფინალი) - დამარცხებული (ვერცხლის მედალოსანი) დაჯილდოვდება 30 000$ -ით, ხოლო გამარჯვებული - მსოფლიოს ჩემპიონი - 60 000$  დაისაკუთრებს.

 

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: ბოლო ნახევარფინალისტი ხვალინდელ ტაი-ბრეიქში გაირკვევა...
  • ავტორი:
  • თარიღი: 22-02-2017 3:24 AM
  • Tags:
Top