ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისათვის...

ჩემპიონობისათვის გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო აჭარის ‘ნონამ’ - ქვემო ქართლის ‘რუსთავთან’   დაპირისპირებაში. შეხვედრაში I-V დაფაზე საყაიმო შედეგები დაფიქსირდა, მატჩის ბედი 20-წლამდე გოგონათა დაფამ გადაწყვიტა, სადც მსოფლიოს ჩემიონმა გოგონათა შორის დინაა სადუკასოვამ ანა შამათავა დაამარცხა, აღსანიშნავია რომ ყაზახმა მოჭადრაკემ ზედიზედ მე-5 პარტია მოიგო და მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის ლიდერობაში.

დიდი ანგარიშით - 5,5 :  0,5 დაამარცხა  ’სამეგრელომ’ ‘გორი’, ყაიმის გაკეთება ლიჩელმა ლუკამ შეძლო ბაჩანა მორჩიაშვილთან პარტიაში. ასევე, დამაჯერებლად - 5:1 მოიგო ‘თბილისმა’ ‘ამბროლაურთან’ დაპირისპირება. თუმცა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ორი ნორჩ მოჭდარაკის ფრე ქართული ჭადრაკის გრანდებთან. ნიკოლოზ პეტრიაშვილმა ლაშა ჯანჯღავასთან დაასრულა ყაიმით შეხვედრა, ხოლო ნიკა კაჭარავამ ზურაბ სტურუას გაუწია მედგარი წინააღმდეგობა.

მორიგი დამარცხება განიცადა,  ‘ქუთაისის’ ახალგაზრდულმა გუნდმა საჭადრაკო კლუბ  ‘კახეთთან’ დაპირისპირებაში. ქუთათურთა  გუნდიდან  გამარჯვების  მოპოვება მხოლოდ  გურამ კოკაიამ შეძლო  ირაკლი ბერაძესთან შეხვედრაში. საბოლოოდ, მატჩი მასპინძელთა  სასარგებლოდ დასრულდა  - ანგარიშით 4,5:1,5.

 

მეხუთე  ტურის შედეგები:

‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი) 1:5 ‘თბილისი’ (თბილისი);

‘ნონა’ (აჭარა) 3,5 : 1,5  ‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი);

‘კახეთი’ (კახეთი) 4,5 : 1,5 ‘ქუთაისი’ (იმერეთი);

‘გორი’ (შიდა ქართლი) 0,5 : 5,5 ‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი);

 

მეექვსე  ტურის შეხვედრები:

‘თბილისი’ (თბილისი) - ‘სამეგრელო’ (სამეგრელო-ზემო-სვანეთი);

‘ქუთაისი’ (იმერეთი)  -  ‘გორი’ (შიდა ქართლი)

‘რუსთავი’ (ქვემო-ქართლი)  -  ‘კახეთი’ (კახეთი)

‘ამბროლაური’ (რაჭა-ლეჩხუმი  ქვემო სვანეთი) - ‘ნონა’ (აჭარა)

 

სატურნირო  მდგომარეობა:

  1. ‘ნონა’    –    10 ქულა  (21,5);
  2. ‘რუსთავი’     –  8 ქულა   (20,5);
  3.  ‘თბილისი’ -    8 ქულა  (19,0);
  4. ‘კახეთი’      -    6 ქულა  (19);
  5. ‘სამეგრელო’   - 4 ქულა (15);
  6.  ‘ამბროლაური’ -2 ქულა (9,5);
  7.  ‘ქუთაისი’      -  1  ქულა (9,5);
  8. ‘გორი’             -  1 ქულა (6) ;

ტექნიკური შედეგები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

ფოტოგალერეა

 

 

  • სათაური: გადამწყვეტი ბრძოლა ჩემპიონობისათვის...
  • ავტორი:
  • თარიღი: 27-09-2016 3:26 AM
  • Tags:
Top