ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამარჯვებით დაიწყეს!

სერბეთის  ნოვი-სადში სტარტი აიღო ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა. კონტინენტის პირველობა 13 ნოემბრამდ ეგასტანს და ის რიგით 21-ეა ქალთა შორის, ხოლო ვაჟთა შორის 32-ე. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება. ვაჟთა შორის 63 გუნდი, ხოლო ქალთა შორის 14 გუნდი მონაწილეობს.

საკლუბო პირველობაზე საქართველოს სახელით ბოლო 2 წლის ჩემპიონატების გამარჯვებული ბათუმის ‘ნონა’ მონაწილეობს შემდეგი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია, მირანდა მიქაძე.

ჩემპიონატის რეიტინგ-სიის ლიდერი მონაკოს ვარსკვლავთა გუნდი ‘‘Cercle d’echecs Monte-Carlo’-ა, ხოლო  ქართული კლუბი მეორეა  კლასიფიკაციით.

პირველ ტურში ჩვენმა ქალებმა იოლად დაამარცხეს რუსეთის  ყაზანის კლუბი ‘ ლადია’ ანგარიშით- 3,5:1,5  და მეორეში ასევე რუსულ კლუბს: სანქტ-პეტერბურგის ჩიგორინის საჭადრაკო კლუბს დაუპირისპირდებიან.

 

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების პირდაპირი ჩვენება

ფოტოგალერეა

 

 

 

  • სათაური: გამარჯვებით დაიწყეს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 07-11-2016 10:51 PM
  • Tags:
Top