ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამგეობის ოქმი

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის  ოქმი # 2    

                                                           

 27.06.2016 წ. 

 

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე,  აკ. იაშვილი,  ნ. გაფრინდაშვილი,                

                 თ. გიორგაძე,  ზ. სტურუა,   დ. გურგენიძე, გ. მაჭარაშვილი,  ე. ზენაიშვილი,                    

                 ალ. არსენიძე, ლ. ჯანჯღავა, ხ. სუპატაშვილი, მ. ლომინეიშვილი, ს. გვეტაძე,                          

                დ. ჯოჯუა, მ. მილორავა.

                 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

                                                  დღის წესრიგი:

  1. ევროპის ვაჟთა, ქალთა და სენიორთა ჩემპიონატების ანგარიში /ზ.სტურუა, დ.ჯოჯუა, ზ.მიქაძე/;
  2. საქართველოს ვაჟთა და ქალთა ოლიმპიური გუნდების დასახელება /ზ.სტურუა, დ.ჯოჯუა/;
  3. ცვლილებები სტიპენდიებში /ზ.სტურუა, დ.ჯოჯუა/;
  4. ნ.გაფრინდაშვილის საიუბილეო ღონისძიებების, საერთაშორისო ფესტივალის                   ”ნონა-75” -ის და მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების ანგარიში/გ.გიორგაძე/;
  5. მაია ჩიბურდანიძის თასი-2016-ის  ანგარიში /გ.გიორგაძე/;
  6. 2016 წლის საქართველოს ჩემპიონატების 8-18 წ.წ, ვ.ქარსელაძის მემორიალის და შ.ინწკირველის მემორიალის ანგარიშები /ზ. მიქაძე/;
  7. რეგიონული ფედერაციების შესახებ /ალ.არსენიძე, გ.გიორგაძე/;
  8. ს.ხუხაშვილის განცხადების განხილვა /გ.გიორგაძე/;
  9. სხვადასხვა.

  

      გამგეობის გადაწყვეტილებები:

  1. ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ბაადურ ჯობავას შედეგი                    

 III ადგილი) შეფასდეს წარმატებულად, ხოლო დანარჩენების შედეგები

  დამაკმაყოფილებლად.

  • ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე  ქართველ მოჭადრაკე ქალთა შედეგი შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად.
  • სენიორთა  ჩემპიონატზე ნ. გაფრინდაშვილის, ზ.სტურუას, გ.ბაგატუროვის და თ. ხმიადაშვილის შედეგები  შეფასდეს წარმატებულად, ხოლო დანარჩენების შედეგები

  დამაკმაყოფილებლად.

  1. ვაჟთა ოლიმპიური ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზ. სტურუამ დაასახელა ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:
  1. ჯობავა ბაადურ
  2. მჭედლიშვილი მიხეილ
  3. ფანცულაია ლევან
  4. სანიკიძე თორნიკე
  5. გელაშვილი თამაზ

მწვრთნელი-კაპიტანი ზურაბ სტურუა.

  • ნაკრები წარმოდგენილი სახით დამტკიცდა.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ვაჟთა ნაკრებისთვის  წარმატებად შეფასდება  ათეულში ადგილის მოპოვება.

 ქალთა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა დ.ჯოჯუამ  დაასახელა ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

1. ძაგნიძე ნანა

2. ჯავახიშვილი ლელა

3. ხოტენაშვილი ბელა

4. ბაციაშვილი ნინო

5. მელია სალომე

მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, მწვრთნელი დავით ჯოჯუა

  • ნაკრები წარმოდგენილი სახით დამტკიცდა.

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე  ქალთა ნაკრებისთვის  წარმატებად შეფასდება მედლის მოპოვება (1-3 ადგილი).

  1. ზ. სტურუამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაჟთა სტიპენდიებში ცვლილებები არ არის.

დ. ჯოჯუამ განაცხადა ქალთა სტიპენდიებში ცვლილებების შეტანის  შესახებ.

დაენიშნოს ს. ხუხაშვილს სტიპენდია. სტიპენდიის ნაწილი დამატებულ იქნას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ.

ქალთა სტიპენდიები დ. ჯოჯუას მიერ წარმოდგენილი სახით დამტკიცდა.

  1. გ. გიორგაძემ ნ.გაფრინდაშვილის საიუბილეო ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერიას, სპორტის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს.

ქ-ნმა ნონა გაფრინდაშვილმა მადლობა გადაუხადა ქ. თბილისის მერიას, სპორტის სამინისტროს,  ოლიმპიურ კომიტეტს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას.

ნ.გაფრინდაშვილის საიუბილეო ღონისძიებების, საერთაშორისო ფესტივალის                   ”ნონა-75” -ის და მსოფლიო ქალთა გრან-პრის გათამაშების ჩატარება შეფასდა წარმატებულად.

  1. გ. გიორგაძემ მაია ჩიბურდანიძის თასი-2016-ის მაღალ დონეზე ჩატარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს და ქ. ქუთაისის მერიას. 

მაია ჩიბურდანიძის თასი-2016-ის გათამაშების ჩატარება შეფასდა წარმატებულად.

  1. 2016 წლის საქართველოს ჩემპიონატების 8-18 წ.წ, ვ.ქარსელაძის მემორიალის და

      შ.ინწკირველის მემორიალის ჩატარება შეფასდა დამაკმაყოფილებლად.

  1. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიმართვა საქართველოს ჭადრაკის რეგიონული

     ფედერაციებისადმი:

            საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ყოველთვის იცავდა პრინციპს - სპორტი

            პოლიტიკის გარეშე. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  

            გამგეობა კატეგორიულად მოუწოდებს ყველა რეგიონულ ფედერაციას განუხრელად   

            დაიცვან სპორტის დამოუკიდებლობის პრინციპები და  არ მიიღონ მონაწილეობა

            ისეთ ღონისძიებებში, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე პოლიტიკური

            ძალის მხარდაჭერად.

            დაეგზავნოს ეს  მიმართვა საქართველოს  ყველა  რეგიონულ ფედერაციას.

  1. ს. ხუხაშვილის განცხადება სტიპენდიის დანიშვნასთან დაკავშირებით  

     დაკმაყოფილდეს.

 

                    სხდომის თავ – რე:      გ. გიორგაძე

 

                                      მდივანი:     მ. თანდაშვილი 

  • სათაური: გამგეობის ოქმი
  • ავტორი:
  • თარიღი: 29-06-2016 5:50 PM
  • Tags:
Top