ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამგეობის სხდომაზე განიხილეს...

 საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის სხდომის ოქმი # 5                                                                                                                                   

 13.12.2017 წ.                                                                                                                                                                                                                                                                                            

სხდომას ესწრებოდნენ:  წევრები: გ. გიორგაძე, ზ. მიქაძე, აკ. იაშვილი,  ნ.გაფრინდაშვილი,    ნ.  იოსელიანი,  ზ. აზმაიფარაშვილი, დ. გურგენიძე,  ე.ზენაიშვილი, ალ.არსენიძე,  ლ.ჯანჯღავა,  ს. გვეტაძე, მ. მილორავა.                                                                      

მოწვეული სტუმრის სტატუსით: დ.კოდუა.

 სხდომის მდივანი: მ. თანდაშვილი.

 

 დღის წესრიგი:

 

  1. მსოფლიო თასი-2017- ის (02.09-28.09.2017 წ. თბილისი) შედეგების განხილვა (ა.იაშვილი);
  2. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის (8-18 წ.წ.) შედეგების განხილვა (დ.კოდუა, აკ. იაშვილი);
  3. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების (14-18 წ.წ.)   შედეგების განხილვა,   (ზ.სტურუა), მსოფლიოს ჩემპიონატის (20 წ.) შედეგების განხილვა ( აკ.იაშვილი);                                                                                                
  4. ევროპის გუნდური ჩემპიონატის შედეგების განხილვა (ზ. სტურუა, ხ. სუპატაშვილი, ე. უბილავა);
  5. ევროპის და მსოფლიოს სენიორების ჩემპიონატის შედეგების განხილვა (ზ. მიქაძე );
  6. საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის  „ნ. გაფრინდაშვილს თასი-2017“-ის  შედეგების განხილვა  (ზ. მიქაძე);
  7. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის შედეგების განხილვა (ზ.მიქაძე);
  8. ”ნანა იოსელიანის თასი-2017” -ის შედეგების განხილვა (გ. გიორგაძე);
  9. რეგიონული პროექტების მიმდინარეობის განხილვა: ა) მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის მიმდინარეობა (ლ. ჯანჯაღავა), ბ) იმერეთის ტურნირების: სამტრედია, ქუთაისის, ტყიბულის, ზესტაფონის, ხონის  შედეგების განხილვა (ალ. არსენიძე),                        გ) გურიის რეგიონში განხორცილებეული დახმარების შესახებ (გ. გიორგაძე);
  10. 2017 წლის შედეგების მიხედვით მწვრთნელთა ნომინაციებში გამარჯვებულთა გამოვლენა (აკ.იაშვილი);
  11. საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატების (ვაჟთა და ქალთა) დებულების განხილვა (ზ.სტურუა, ნ.იოსელიანი);
  12. 2018 წლის ღონისძიებათა კალენდრის დამტკიცება (ზ.მიქაძე, ა.იაშვილი);
  13. 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისათვის მზადების მიმდინარეობა (ზ.აზმაიფარაშვილი, გ. გიორგაძე);
  14. სხვადასხვა:

1. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მედლის (”ჭადრაკის მეგობარი”) დაწესების შესახებ (გ.გიორგაძე);

2.მწვრთნელების სერგო აკიმჩევის (ბაღდათი), გურამ თურქაძის (ზესტაფონი),                        პეტრე ჯაჯანიძის (ჭიათურა)  და ქ.მუხაშარიას (ბათუმი)  საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწის წოდებაზე წარდგენის განხილვა; (აკ.იაშვილი, ალ.არსენიძე).

 

სხდომის დაწყებისთანავე  გიორგი გიორგაძემ მადლობა გადაუხადა გამგეობის  წევრებს  მობრძანებისთვის და  სხდომა დაიწყო სასიამოვნო ინფორმაციით: მზადდება წლის ჟურნალი, რომელიც გამოვა 2018 წლის 15 იანვრისთვის.

მან ისაუბრა 2017 წლის  წარმატებებზე. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებულია 19 მედალი       .                             

მათ  შორის განსაკუთრებით გამოირჩევა:

  1. ნანა ძაგნიძის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონობა ქალთა შორის;
  2. ბაადურ ჯობავას ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი;
  3. ბაადურ ჯობავას ”მსოფლიო თასი-2017” -ზე 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვედრა;
  4. საქართველოს ქალთა ნაკრების წარმატება მსოფლიო ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე (III ადგილი)  და ევროპის ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე (II ადგილი);
  5. ბათუმის კლუბ ”ნონას”, რომელიც დაკომპლექტებულია ქალთა ნაკრები გუნდის წევრებით, ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე (I ადგილი).

საქართველოს ბიზნესისა და  ტექნოლოგიების  უნივერსიტეტში ფუნქციონირება დაიწყო ჭადრაკის კაბინეტმა, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებს საშუალება აქვთ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი კომპიუტერის გამოყენებით იმეცადინონ.

 

  გამგეობის გადაწყვეტილებები:

           

1.მსოფლიო თასი-2017 -ზე ბაადურ ჯობავას 16 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მოხვედრა და   ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობა  შეფასდეს  წარმატებულად.                                         

2.   ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის  (8-18 წ.წ.) შედეგები  წინა წელთან შედარებით შეფასდეს უკეთესად, მაგრამ არასაკმარისად. დაევალოს მწვრთნელთა კომისიას  წლის ფედერაციის  კალენდრის გათვალისწინებით დაგეგმოს დამატებითი   ღონისძიებები შედეგების გასაუმჯობესებლად.          

 3.   მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატების (14-18 წ.წ.)  შედეგები ნ.კაჭარავას გარდა   ( მე-6 ადგილი)  შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად. მსოფლიოს ჩემპიონატის (20 წ.)    შედეგები  შეფასდეს არადამაკმაყოფილებლად.                    

4.   ევროპის გუნდური ჩემპიონატზე ქალთა შედეგები (II ადგილი) შეფასდეს  წარმატებულად,   ხოლო ვაჟთა შედეგები წარუმატებლად.    

5.  ევროპის და მსოფლიოს სენიორების ჩემპიონატის შედეგები შეფასდეს წარმატებულად.   

6.   საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის  „ნ. გაფრინდაშვილს თასი-2017“-ის საორგანიზაციო  კომიტეტის მუშაობა  შეფასდეს  წარმატებულად.     

      

საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობა  შეფასდეს  წარმატებულად.

”ნანა იოსელიანის თასი-2017” -ის შედეგები შეფასდეს  წარმატებულად.

 ა) რეგიონული პროექტების ფარგლებში მწვრთნელთა გადამზადების პროგრამის განხორციელება შეფასდეს წარმატებულად.

ბ) ინფორმაცია იმერეთის რეგიონში ტურნირების ჩატარების შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.

გ) გურიის რეგიონში განხორციელებული დახმარების შესახებ ინფორმაცია მიღებულ იქნას ცნობად.

2017 წლის შედეგების მიხედვით (7 -14 წ.წ.) მწვრთნელთა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ: I ადგილი- დათო კოდუა (2000 ლ.), II ადგილი-ნიკოლოზ მანაგაძე (1500 ლ.), III ადგილი- ლაშა ჯანჯღავა (1000 ლ.).

 

2018 წლის საქართველოს ქალთა ჩემპიონატის  დებულება  წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.  2018 წლის საქართველოს ქალთა 75-ე ჩემპიონატი ჩატარდება   15-27 თებერვალს, ქ. თბილისში, წრიული სისტემით.  მონაწილეებმა თანხმობა დააფიქსირონ ფედერაციაში 2018 წლის 15 იანვრამდე.

2018 წლის საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის  დებულება  წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.  2018 წლის საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატი ჩატარდება 15-27 იანვარს,       ქ. თბილისში, ოლიმპიური სისტემით 16 მონაწილეს შორის. მონაწილეებმა თანხმობა დააფიქსირონ ფედერაციაში  2017 წლის  25 დეკემრამდე.  

2018 წლის ღონისძიებათა კალენდარი წარმოდგენილი სახით დამტკიცდეს.

ინფორმაცია 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისათვის მზადების მიმდინარეობის შესახებ მიღებულ იქნას ცნობად.

სხვადასხვა: ა) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მედალი (”ჭადრაკის მეგობარი”) დაწესდეს.ბ) განიხილეს მწვრთნელების: სერგო აკიმჩევის (ბაღდათი), გურამ თურქაძის (ზესტაფონი),  პეტრე ჯაჯანიძის (ჭიათურა)  და ქ.მუხაშარიას (ბათუმი) განცხადებები და მიიღეს  გადაწყვეტილება , წარდგენილ იქნან ისინი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტროში საქართველოს სპორტის დამსახურებულ მოღვაწის წოდების  მისანიჭებლად.

 

სხდომის თავ – რე:    გიორგი  გიორგაძე                                                                    

მდივანი:   მარგალიტა თანდაშვილი 

ფოტოგალერეა

  • სათაური: გამგეობის სხდომაზე განიხილეს...
  • ავტორი:
  • თარიღი: 15-12-2017 6:33 PM
  • Tags:
Top