ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გამოფენის ერთ-ერთი თემა 'საჭადრაკო ოკუპაცია' გახლდათ...

თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-9 საერთაშორისო ფესტივალის - არტისტერიუმის ფარგლებში, ლიტერატურის მუზეუმში მიმდინარეობს საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა (საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და აშშ.) "საცხოვრებელი ოთახი II". გამოფენის ერთ-ერთი თემა' საჭადრაკო ოკუპაცია' გახლდათ.

გამოფენაზე საპატიო სტუმრის რანგში მიწვეულთა შორის იყვნენ: ბრაზილიის ელჩი საქართველოში მარტინს გარსია,საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და სხვები.

ღონისძიების მსვლელობის დროს,  საჩვენებელ შეხვედრაში  ერთმანეთს ორ გუნდად დაუპირისპირდნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ეროვნული ნაკრების წევრები:ლელა ჯავახიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი და ბრაზილიის ელჩი საქართველოში მარტინს გარსია, ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების წევრი ალექს ფიერო, საფრანგეთის ნაკრების წევრი ნინო მაისურაძე.

ფოტოგალერეა

  • სათაური: გამოფენის ერთ-ერთი თემა 'საჭადრაკო ოკუპაცია' გახლდათ...
  • ავტორი:
  • თარიღი: 08-11-2016 5:44 PM
  • Tags:
Top