ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გზა დაულოცეს

თბილისის  ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების  წარდგენა გაიმართა.

მოჭადრაკეებს გზა დაულოცეს და წარმატებული თამაში უსურვეს: ქართული ჭადრაკის ლეგენდამ ნონა გაფრინდაშვილმა,  საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ნანა იოსელიანმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის  ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

ასევე, მიულოცეს  ნინო ხომერიკს, ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება.

 

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრები გუნდები 1 – 14 სექტემბრიდან აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იასპარეზებენ  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე.

თითოეული გუნდის შემადგენლობაში 4 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშეა.

მსოფლიოს  მოქმედი ჩემპიონის ქალთა ნაკრების შემადგენლობა: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, სალომე  მელია; გუნდის მთავარი მწვრთნელი - ელიზბარ უბილავა; კაპიტანი - დავით ჯოჯუა.

ვაჟთა  ნაკრების შემადგენლობა: ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, თამაზ გელაშვილი, თორნიკე სანიკიძე; გუნდის მთავარი მწვრთნელი და  კაპიტანი - ზურაბ სტურუა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა ნაკრები დამოუკიდებელი საქართველოს სახელით  4-ჯერ (1992;1994;1996;2008) იყო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და 3-ჯერ (1998;2000;2010)  პრიზიორი.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტოგალერეა

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის  ოფიციალური ვებგვერდი

  • სათაური: გზა დაულოცეს
  • ავტორი:
  • თარიღი: 30-08-2016 6:38 PM
  • Tags:
Top