ბლოგი

GCF's picture

გილოცავთ ახალ 2016 წელს!

გისურვებთ გააკეთოთ საუკეთესო სვლა!

გილოცავთ ახალ წელს! ბედნიერების, წარმატებების და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს 2016 წელი ყველა ჭადრაკის მოყვარულისათვის და სრულიად საქართველოსათვის!

გასულ წელი წარმატებული იყო ქართული ჭადრაკისათვის. ჩვენმა ქალებმა პირველად გაიმარჯვეს მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე,ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბათუმის საჭადრაკო კლუბმა ‘ნონამ’ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ოქრო. მათ ანგარიშზეა აგრეთვე ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოც. ჩვენი ვაჟებიც კარგად გაისარჯნენ და ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ტოლი არ დაუდეს მრისხანე მეტოქეებს. ხოლო, წლის მიწურულს ქალთა ეროვნული ნაკრები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რჩეულიც გახდა როგორც წლის საუკეთესო გუნდი.

გვქონდა წარმატებები პირად ტურნირებშიც. ნინო ბაციაშვილმა ევროპის ქალთა ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კლასიკურ ჭადრაკში, ხოლო ბრინჯაო სწრაფ ჭადრაკში.

ევროპის ჩემპიონი გახდა 18 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ნინო ხომერიკი.

წინ, საკმაოდ დატვირთული 2016 წელი გველოდება. აპრილში ბათუმი უმასპინძლებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის ეტაპს, სადაც 2 ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე და ნინო ბაციაშვილი იასპარეზებს. ასევე, ბათუმში გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატი კადეტთა შორის. ხოლო, სექტემბერში ჩვენი ეროვნული ნაკრები ქვეყნის ღირსებას ბაქოში გასამართ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე დაიცავს.

2016 წელი - ქართული ჭადრაკის ლეგენდების: ნონას და მაიას საიუბილეო წელია. აპრილ- მაისში დაგეგმილია მათი სახელობის თასზე საერთაშორისო ტურნირების გამართვა.

იმედი მაქვს, რომ დამდეგი წელი წარმატებული იქნება და ჩვენი მოჭადრაკეები კიდევ, მრავალჯერ გაახარებენ გულშემატკივარს.

  • სათაური: გილოცავთ ახალ 2016 წელს!
  • ავტორი:
  • Date: 01-01-2016 3:13 PM
  • Tags:
Top