ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

გრან პრის გათამაშებაში 4 ქართველი ქალი ჩაებმება!

ბათუმში, დღეიდან სტარტს აიღებს მსოფლიოს ქალთა გრან პრის გათამაშების მესამე ეტაპი. ტურნირის საზეიმო გახსნა გაიმართება სასტუმრო ‘ინტურისტში’ – 19 აპრილს, 20:00 საათზე.

შეჯიბრში მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. მათ შორის: 2 მსოფლიოს ექსჩემპიონი, საჭადრაკო  ოლიპიადების, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატების და კონტინენტალური ჩემპიონატების გამარჯვებულები.

ასპარეზობის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული  10 000 იღებს.  პირველად, გრან პრის ეტაპების ისტორიაში პირველობისათვის  ერთბაშად 4 ქართველი ქალი მიიღებს მონაწილეობას. პირველი ტური 20 აპრილის 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი მე-11 ტური 2 მაისს გაიმართება.

 

ასპარეზობის   ოფიციალური ვებგვერდი

 

პარტიების პირდაპირი ჩვენება

 

მონაწილენი:      

1. მარია მუზიჩუკი (უკრაინა);  

2. ალექსანდრა კოსტენიუკი    (რუსეთი);

3. ანა მუზიჩუკი         (უკრაინა);    

4.ნანა ძაგნიძე          (საქართველო)

5. ჟაო ქსიუ            (ჩინეთი);

6.ვალენტინა გუნინა (რუსეთი);   

6.ხარიკა დრონოვალი (ინდოეთი)

7.ბელა ხოტენაშვილი (საქართველო); 

8.ლელა ჯავახიშვილი (საქართველო);

9.ნინო ბაციაშვილი  (საქართველო);   

10.ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი);

11. ელინა დანიელიანი  (სომხეთი)

12. ოლგა გირია             (რუსეთი);  

 

  • სათაური: გრან პრის გათამაშებაში 4 ქართველი ქალი ჩაებმება!
  • ავტორი:
  • თარიღი: 19-04-2016 6:01 PM
  • Tags:
Top