ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დავით ჩირაძის მემორიალი

დასრულდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის დავით ჩირაძის სახელობის  ტურნირი 10, 8 და 7 წლის მოჭადრაკეთა გუნდებს შორის, რომელიც ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ქუთაისის მერია და ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების საჭადრაკო სკოლა. ტურნირის საპრიზო ფონდი შეადგენდა 5000 ლარს. დავით ჩირაძის სახელობის ტურნირზე საერთო ჯამში 44–მა გუნდმა და 170–მდე მოჭადრაკემ იასპარეზა. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდა.  
10 წლამდელთა შორის ჩემპიონი 21 ქულით ფოთის ‘ნანა’ გახდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდნენ და მაჯერებლად გაიმარჯვეს.

მეორე ადგილზე 19 ქულით ‘ქუთაისი’ გავიდა. ბრინჯაოს  მედალი კი  ‘ბალახვანმა’ დაისაკუთრა.
8 წლამდელთა შორის 24 ქულით ქუთაისის ‘ქუთაისი’ გაჩემპიონდა, მეორე ადგილზე ქუთაისის ‘ბალახვანი’ გავიდა, მესამე ადგილიც ქუთაისელთა გუნდმა ‘ცისარტყელამ’ დაისაკუთრა.
7 წლამდელებში ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა ფოთის ’ნანამ’. მეორე ადგილზე აქაც ‘ბალახვანი’ გავიდა და მესამეზეც  ანალოგიურად ‘ცისარტყელა’.

გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საქარველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა ზაზა ლომინაძემ თასებით, მედლებით, დიპლომებით და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრეს.
 

7 წლამდელთა შორის

I  ადგილი - ‘ნანა’ფოთი - 24,5 ქულა (შემადგენლობა: გიორგი კვარაცხელია–4.5, ალექსანდრე გარუჩავა–7.0, გაბრიელ ხუბულავა–7.0, ლიზი სარიშვილი–6.0) მწვრთნელი: გოჩა ჩაჩუა

II ადგილი - ‘ბალახვანი’ ქუთაისი  -21 ქულა – (შემადგენლობა: ქრისტინე ხვადაგიანი–6.0, იოსებ მიქავა–6.0, მარიამ ხარაიშვილი–5.0, ელენე უშხვანი–4.0) მწვრთნელი: ნანა ჭეფხოძე

III ადგილი -  ‘ცისარტყელა’ ქუთაისი -19ქულა-– (შემადგენლობა: ლევან ჩუბინიძე–5.5, მერაბ კაკაბაძე–4.0, დათო ჟორჟოლიანი–4.0, მარიამ კოხრეიძე–5.5) მწვრთნელი: ინგა კიკვიძე

 

8 წლამდელთა შორის
I ადგილი - ‘ქუთაისი’ ქუთაისი  -24ქულა-– (შემადგენლობა: დავით ნემსაძე–7.0, ოთარ სესიკაშვილი–6.0, ნიკოლოზ პერტაია–6.0, ნინო გაბუნია–5.0) მწვრთნელი: გიორგი ტყეშელაშვილი

II ადგილი -   ‘ბალახვანი’ ქუთაისი -21,5 ქულა –(შემადგენლობა: ნიკოლოზ ჩხობაძე–4.5, გიორგი კოღუაშვილი–3.0, ანდრია ამირანაშვილი–7.0, ქრისტინე ხვადაგიანი–7.0) მწვრთნელი: ნანა ჭეფხოძე

III  ‘ცისარტყელა’  ქუთაისი -18 ქულა - (შემადგენლობა:  გიორგი მიქიაშვილი–3.0, ლილე მეშველიანი–2.0, ლევან ჩუბინიძე–4.0, ელენე იაშვილი–5.0) მწვრთნელი: ინგა კიკვიძე

 

10 წლამდე
I ადგილი  - ‘ნანა’ ფოთი – (შემადგენლობა: თეიმურაზ კვიკვინია–5.5, გიორგი სიჭინავა–4.5, კახაბერ კიზირია–5.0, ლიზი ფოჩხუა–6.0) მწვრთნელი: გოჩა ჩაჩუა

II ადგილი -‘ ქუთაისი’– (შემადგენლობა:ზურაბ ავალიანი–5.5, ნიკოლოზ გაბრიაძე–5.5, დავით ნემსაძე–5.0, ქრისტინე დოგრაშვილი–3.0) მწვრთნელი: გიორგი მენაბდე

III ადგილი -  ‘ბალახვანი’ ქუთაისი (შემადგენლობა:ბექა მორჩაძე–3.0, ნიკოლოზ კაკალიაშვილი–4.0, გიორგი ხვადგიანი–5.0, ბარბარე ცირეკიძე–6.5) მწვრთნელი: ნანა ჭეფხოძე

  • სათაური: დავით ჩირაძის მემორიალი
  • ავტორი:
  • თარიღი: 21-11-2016 3:35 AM
  • Tags:
Top