ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დამაჯერებლად გაიმარჯვა!

საერთაშორისო  დიდოსტატ მირანდა მიქაძის  დამაჯერებელი ლიდერობით დასრულდა საქართველოს 74-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა!

გამარჯვებულმა  9-დან 7 ქულა დააგროვა და მარცხის გარეშე დაასრულა ასპარეზობა. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვეს: თამარ წერეთელმა და სოფიო გვეტაძემ. 6-6 ქულით IV-V  ადგილები გაინაწილეს:  ანა კუჭავამ და ნინო ხურციძემ.

ხუთივე მოჭადრაკემ მოიპოვა საქართველოს ქალთა 74-ე ჩემპიონატის უმაღლეს  ლიგაში ასპარეზობის უფლება.

დებულება

ფოტოგალერეა

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: დამაჯერებლად გაიმარჯვა!
  • ავტორი:
  • თარიღი: 25-11-2016 3:01 AM
  • Tags:
Top