
2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულის, სოფო ხუხაშვილის პირველობით დასრულდა ქალთა გრან პრის მესამე ეტაპის გათამაშება სწრაფ ჭადრაკში.
გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულაა დააგროვა და 1,5(!) ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ ინგა ჭარხალაშვილს. მესამე ადგილზე 6 ქულით 2015 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული მერი არაბიძე გავიდა.

- სათაური: დამაჯერებლად გაიმარჯვა!
- ავტორი:
- თარიღი: 28-09-2017 10:40 PM
- Tags: