ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დამაჯერებლად გაიმარჯვეს!

ქულათა მაქსიმუმით გაიმარჯვა მარიამ ჭოლაძემ ჭადრაკის სასახლეში დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატზე 20 წლამდე ასაკის გოგონათა  შორის! 9-დან 9 გამარჯვებით ჩემპიონმა 42,8 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს და კარიერაში უმაღლესი პერფომანსი - 2620 (!) დააფიქსირა. II ადგილზე 6 ქულით მარიამ ჯანიაშვილი გავიდა. 5,5-5,5 ქულით III-IV ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:

III- ნატა ჯიბუტი

IV- თამარ ესაძე

ტექნიკური შედეგები

 

ჭაბუკთა შორის 9-დან 7 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა ნოე თუთისანმა. ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნიკა ღვამბერია, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე  ქულით გიორგი სიბაშვილი განთავსდა.

ტექნიკური შედეგები

 

 ასპარეზობაზე დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:

                        ჭაბუკები  -   გოგონები

I  ადგილი -  500 ლარი; 500 ლარი;

II ადგილი - 400 ლარი; 400 ლარი;

III ადგილი -200 ლარი; 200 ლარი;

ასევე, პირველ ადგილზე გასულებმა  მოიპოვე მსოფლიოს პირველობის  საგზური თანატოლთა შორის. ჩემპიონატი იტალიის ქალაქ ტარვისიოში გაიმართება 1-16 ოქტომბერს.

 

დებულება

ფოტოგალერეა

  • სათაური: დამაჯერებლად გაიმარჯვეს!
  • ავტორი:
  • Date: 27-02-2017 10:38 PM
  • Tags:
Top