ბლოგი

Sophie Nikoladze's picture

დამაჯერებლად ლიდერობს!

ფინიშამდე 2 ტურით ადრე საქართველოს საკლუბო ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘ნონა’. მის აქტივში 5-დან 9 ქულა (4 მოგება; 1ფრე). 7 ქულით მეორე ადგილზე რუსთავის ‘რუსთავი’ იმყოფება.6-6 ქულით III-V ადგილს: თბილისის ‘თბილისი’, იმერეთის ‘ქუთაისი’ და თბილისის ‘მოაზროვნე თაობა ინაწილებენ’.

ასპარეზობაში ქვეყნის სხვადახვა რეგიონის 8 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრი წრიული სისტემით 7 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 30 000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული გუნდი მიიღებს 15 000 ლარს, მეორე ადგილზე  გასული 10 000 ლარს, მესამე ადგილზე გასული კი 5 000 ლარს. 

ჩემპიონატში მონაწილე  გუნდების შემადგენლობაში  6 მოჭადრაკეა: I-IV დაფა-ვაჟები, V-VI დაფა  ქალები.

დებულება

პირდაპირი ჩვენება

ტექნიკური შედეგები

  • სათაური: დამაჯერებლად ლიდერობს!
  • ავტორი:
  • თარიღი: 04-12-2017 2:28 AM
  • Tags:
Top